სამცხე ჯავახეთი "ბორჯომს პატრონი ჰყავს?"-მედეა შაფათავა 2023, 4 მარტი, 16:31 "ქართუ ბანკის" ყოფილი თანამშრომელი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მდივანი, მედეა შაფათავა(მსახიობ იუნა შაფათავას ტყუპისცალი) სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთ უპირველეს ქალაქ-კურორტი ბორჯომი მიგდებულია და პატრონი არ ჰყავს: "ბორჯომს პატრონი ჰყავს?
ფეხით გამოვედი, მსოფლიო ომის შემდეგ გარშემო შენობები, ასე მგონია, აქ დაიბომბა.
ან ეს მოუვლელი ქუჩა რას ჰგავს მთავარ პარკამდე, ეს ჭრელი დახლები... ფასადები, ეს ჭუჭყი გარშემო, ფეხქვეშ ყველგან, ლამისაა დაყრილი ბოთლები ავკრიფო და გადავყარო ურნაში...დასუფთავება მუშაობს?
ფოტოებს კომენტებში დავდებ, როგორც კი 5*-ის ზონიდან გამოდიხარ, გეტირება...
ასეთ ზღაპრულ ბუნებაში ასეთი მოუვლელი სახლები და გარემო..
მეტირება...
ბორჯომის გამგეობა, საღებავით მაინც შეღებეთ დახლები, ან რამე ლოგოები გადააკარით. შვეიცარიაზე უფრო ლამაზია აქაურობა, მტრები ხართ? რატომ
არ უვლით?
საქართველოს მარგალიტია ბორჯომი, ბრილიანტი. განუმეორებელი, უნიკალური სილამაზის მაგალითი.
ქალაქს არც დიზაინერი ჰყავს, არც არქიტექტორი, ელემენტარულად დასუფთავება ნულზეა. ლანდშაფტის დიზაინი მკვდარია!!
36 2-ს მოსწონს
|