ვარსკვლავები "შეიძლება შენი მონა ვიყო?","მთელი ბასილაშვილების დინასტია ვალდებულია მადლიერი იყოს ჩემი"-ნეკა დოროყაშვილი კითხვებს პასუხობს 2023, 4 მარტი, 13:33 ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს და რჩევებს აძლევს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კითხვას და პასუხს: კითხვა:რა ვქნა ბიჭი ვარ და ბიჭი მომეწონა?! იდეაში ვერ ვამხელ..მეშინია უკვე. ვერაფერს გირჩევ სამწუხაროდ, არ ვარ კომპოტენტური და არ ვიცი ეს შეგრძნება როგორია, როცა შენი სქესის ადამიანი მოგწონს. კითხვა:შეყვარებულს დაშორდი? არც მყოლია კითხვა: სასამართლოს გაგრძელებას აპირებ? მეგობრებო სასამართლო გრძელდება რა თქმა უნდა, ვიბრძვი ბოლომდე. კითხვა: ამ ბასილაშვილის ადვოკატებს რა უნდოდათ შენგან!!! აუ ნუ მიხსენებთ მაგ ხალხს, აღარ მინდა კოშმარები, ძლივს დავისვენე და ნორმალურად მძინავს.მშვიდობა მისცეთ ღმერთმა! ეგ არ ვიცი მაგრამ, მთელი ბასილაშვილების დინასტია ვალდებულია მთელი დარჩენილი ცხოვრება მადლიერები იყვნენ ჩემი, რომ ასეთ ბიჭს ვზრდი როგორც ლუკასია.მაგ ოჯახმა ძეგლი უნდა დამიდგას თმენის ვალდებულებისათვის!თუ უკვე ისწავლეს ადამიანობა, ბედნიერი ვიქნები.ესე იგი რაღაც კარგი გამიკეთებია.თუ ჯერ არ უსწავლიათ, ოდესმე მოუწევთ მადლიერება ისწავლონ!!ქ მე ამაყი ვარ, რომ ლუკასის დედა ვარ. კითხვა: შეიძლება შენი მონა ვიყო? ესეთი მესიჯები მომრავლდა ჩემთან ამ ბოლო დროს, რა ვერ გავიგე, რად გინდათ ეს მონობა? მე არა, ნამდვილად არ მინდა მონა მყავდეს.არ მაქვს მოთხოვნილება ადამიანთა ძალადობაზე...არ მაწუხებს ბავშვობის ტრავმები და კომპლექსები.ზოგიერთებივით!(თუმცა ზოგიერთ მამაკაცს კარგად გავიგდებდი თუ მაცემინებდა თავს) 366 3-ს მოსწონს
|