საზოგადოება ზურა მხეიძე-ბავშვთა ტყუილის ფსიქოლოგია 2023, 4 მარტი, 13:28 ფსიქოლოგი ზურა მხეიძე „აზროვნების აკადემიაში“ ბავშვთა ტყუილის ფსიქოლოგიაზე საუბრობს: „ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, ამიტომ შესაძლოა, მათგან მცდარი ინფორმაცია მიიღოთ. შეეცადეთ, ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ ან თუ სხვა გზა არ გაქვთ, არასოდეს უნდა უკარნახოთ მათ არაფერი. მაგალითად ვინმეზე კითხოთ, ამ კურტკა ეცვა? თქვენი შეკითვა არანაირ მინიშნებას არ უნდა შეიცავდეს. მახსოვს, ჩემი ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის და სახლში დავკარგეთ პულტი. ვეკითხები მას, სად არის პულტი? არ მპასუხობს. აი სად დავუშვი შეცდომა, გადააგდეთქო ვკითხე? კიო. სად გადააგდე თქო? გამიყვანა აივანზე და გადამახედა. ვიყიდე ახალიპულტი და ბოლოს აღმოვაჩინე ის პულტი საწოლებს შორის ჩავარდნილი. იგივე პასუხი გასცა ჩემს მეუღლეს, ანუ მან ეს ისტორია უკვე შექმნა. ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვებმა შესაძლოა, ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა. მამას მიუტანონ ამბავი დედაზე და პირიქით. ისინი მანიპულატორები არიან და თუ დაგიჭირათ, რომ რეაქციები გაქვთ, მერე ნახეთ. 28 1-ს მოსწონს
|