x
მანიპულაციის 3 ყველაზე გავრცელებული ხრიკი
მანიპულაციის 3 ყველაზე გავრცელებული ხრიკი

მანიპულაცია არის ერთგვარი ფსიქოლოგიური ხრიკი, მისივე ნებით გააკეთებინო ადამიანს ის, რაც თავად გსურს.


ზოგიერთი მკვლევარის აზრით, დესტრუქციული ფსიქიკის მქონე პიროვნება, მანიპულირების გზით იმაღლებს თვითშეფასებას.მანიპულატორი არის ადამიანი, ვისაც სხვისი რესურსის „მოპარვით“ სურს თვითდამკვიდრება. ასეთ შემთხვევაში, მანიპულატორი თავს გრძნობს ყოვლისშემძლე ადამიანად, რომელმაც ზუსტად იცის როგორია მსხვერპლის ფსიქიკა და სარგებლობს ამით შედეგის მისაღწევად. ასეთ დროს, მანიპულატორი განიცდის ადრენალინის მოზღვავებას, შესაბამისად კმაყოფილებას და შემდეგ ხდება ამაზე დამოკიდებული. ეს ფსიქიკის ერთგვარი პათოლოგიაა.


1.მანიპულატორები ადამიანების მართვისას იყენებენ ერთერთ ხერხს, რომლის არსიც იმაშია, რომ ორი ცუდიდან უნდა აირჩიონ ერთი. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ირჩევს ნაკლებად ცუდს, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს. სწორედ ეს არის მანიპულატორის ხრიკი-აგარჩევინოს ორი ვარიანტიდან ერთი, რომელიც მას სურს.



2. ადამიანი მიმართავს ისეთ ტაქტიკებს, რომლითაც ცდილობს მოიპოვოს მეტი ძალაუფლება, მეორე ადამიანის რეალობისა და წონასწორობის ეჭვქვეშ დაყენებით.


უარყოფს, რომ რამე თქვა ან მოიმოქმედა, მიუხედავად არსებული მტკიცებულებისა;


ტყუილებს ამბობს საკუთარ თავსა და თქვენს შესახებ;


ცდილობს აამხედროს ადამიანები თქვენს წინააღმდეგ.


3.ზოგჯერ მანიპულატორი ადამიანები უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავენ თქვენს მიმართ და ამ გზით ცდილობენ მოიპოვონ კონტროლი თქვენს ფსიქიკაზე.





0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0