x
image
FABIO
"ქართულ ოცნებაში" განსაკუთრებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

imageმაია ფანჯიკიძის თქმით, საარჩევნო უბნებიდან ჯერ-ჯერობით განსაკუთრებული ამბები არ მიუღიათ.
„ცალკეული წვრილმანი დარღვევების შესახებ ჩვენ უკვე ვიცით, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან გარემოში და ეს იქნება საქართველოში მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული.“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა.
მან ამომრჩეველს ურჩია ჩვეულებრივ სიაში არ აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვონ სპეციალური სია, დაიცვან ყველა პროცედურა ხმის მიცემისას, არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მაისურით და სხვა სააგიტაციო მასალით და მონაწილეობა მიიღონ ეგზიტპოლებში.
მაია ფანჯიკიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი ინტერესი არის არჩევნების ნორმალურად ჩატარება:
„გვქონდა შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლები არ გაატარეს რეგისტრაციაში. მიუხედავად ამისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი კომისიის წევრები არიან ადგილებზე, ჩვენი დამკვირვებლების უმეტესობა არის ადგილებზე და ყველა პირობაა შექმნილი ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, არ მოხდეს არავისზე ზეწოლა და ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდობიან ვითარებაში. ჩვენი ერთდერთი ინტერესი არის არჩევნების ნორმალურად ჩატარება და საარჩევნო პროცესი არ იყოს ხელშეშლი არავის მიერ, დაწყებული დილიდან, დამთავრებული ხმის დათვლის პროცედურით.“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
„ქართული ოცნების“ ოფისში მედია ცენტრი 09:00 საათიდან გაიხსნა.

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:FABIO
FABIO
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0