x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ქართველი მონა ენჯეოშნიკებისათვის მთავარია მონური მორჩილება" - ლევან ნიკოლეიშვილი

image

„ქართველი მონა ენჯეოშნიკებისათვის მთავარია მონური მორჩილება. დიახ, სწორედ ამ მიზნით არიან ისინი შერჩეულნი. არც ერთ ბატონს, მით უმეტეს, ულმობელს, არ უყვარს, როდესაც მისი ხელქვეით - ქვეშევრდომი ეწინააღმდეგება და პასუხს უბრუნებს. სწორედ ამ კრიტერიუმით არიან მონები“, - ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტში, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვის დროს განვითარებულ მოვლენებს.


"არა რუსულ კანონს" - დაწერა ულმობელმა ბატონმა მესიჯი სადღაც შორს, რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით და მისმა მშიერმუცელა მონებმაც აიტაცეს. კაფეში, ბარში, ფეისბუქში, ტრანსპორტში - რამდენიმე ათეული მონა ამ ფრაზას დიდხანს და ბევრჯერ გაიმეორებს. გაიმეორებს იმიტომ, რომ ამ მონებს არ აქვთ ეროვნება, არ აქვთ განათლება და პრინციპები, არ აქვთ საკუთარი აზრი და არ აინტერესებთ, რას ან რატომ ემსახურებიან. ქართველი მონა ენჯეოშნიკებისათვის მათთვის მთავარია მონური მორჩილება. დიახ, სწორედ ამ მიზნით არიან ისინი შერჩეულნი. არც ერთ ბატონს, მით უმეტეს ულმობელს, არ უყვარს, როდესაც მისი ხელქვეით - ქვეშევრდომი ეწინააღმდეგება და პასუხს უბრუნებს. სწორედ ამ კრიტერიუმით არიან მონები. დააკვირდით სახეებზე, სამნიძე, ზურიაშვილი, პატარაია, კორძაია, აბაშიძე, ბურჯანაძე, ვარდიაშვილი და კიდევ რამდნეიმე ათეული და-ძმა მათნი, დააკვირდით სახეზე და ჰოი საოცრებავ, ვერაფერსაც ვერ ამოიკითხავთ. ან რა უნდა ამოიკითხოთ, როდესაც მთელი ცხოვრება ერთი რამისთვის აქვთ თავი გადადებული - იყვნენ მონები და შეასრულონ დავალებები. და თქვენ გგონიათ, რომ ამაში ბევრ ფულს უხდიან, ამად მაინც რომ უღირდეთ? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ მონები არიან. და რა ბედნიერებაა, რომ ჩვენ ქვეყანაში ამ მონათა პატრონებმა მხოლოდ ეს რამდენიმე ათეული უსამშობლო მანქურთი იპოვეს, ეს მიანიშნებს, რომ ფეხზე ვდგავართ და ღირსებისთვის ვიბრძვით"-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0