x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა დაწერა მადონამ თავის უფროს ძმაზე, რომელიც სიღატაკეში გარდაიცვალა
image


ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა მომღერალ მადონას უფროსი ძმა, ენტონი ჩიკონე, რომელიც სიღატაკეში ცხოვრობდა .



მომღერალ მადონას უფროსი ძმა, 66 წლის ენტონი ჩიკონე ბოლო წლების განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა და ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული.


როგორც მედია წერს, ენტონის დასთან კავშირი არ ჰქონდა.



ჩიკონე უფროსი ამბობდა, რომ სახლი მას შემდეგ დაკარგა, როდესაც მიჩიგანში მამის ღვინის ქარხანაში მუშაობდა და საზოგადოებისთის უცნობი მიზეზების გამო მამამ სამსახურიდან გააგდო.



პოპულარული დისგან არ იღებდა „უფასო მოწყალებას“, აგროვებდა ბოთლებს და იკვებებოდა საქველმოქმედო სასადილოებში.


მედიამ კიდევ ერთი ფაქტიც გაიხსენა - ენტონი და მისი ძმა ახალგაზრდობაში ნარკოტიკებს იღებდნენ, შემდეგ კი თავიანთ დას დასცინოდნენ და ამცირებდნენ.


სწორედ ამიტომ მომავალში, პოპ დივას საშინლად სძულდა ნარკოტიკი.


უფროსი ძმის გარდაცვალების ამბიდან რამდენიმე დღეში მადონამ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

image

მომღერალმა ენტონის მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ "მან ჭკუა გაუხსნა", როცა ის პატარა გოგონა იყო.


"ენტონიმ გამაცნო ჩარლი პარკერი, მაილს დევისი, ბუდიზმი, ტაოიზმი, ჩარლზ ბუკოვსკი, რიჩარდ ბრაუტიგანი, ჯეკ კერუაკი. შენ დათესე ბევრი მნიშვნელოვანი თესლი“, - წერს მადონა სოციალურ ქსელში.


როგორც ადრე პრესა წერდა, მადონას ძმისთვის დახმარება არაერთხელ შეუთავაზებია, თუმცა ის ყოველთვის უარს ეუბნებოდა, მაგრამ სრულაიდ საწინააღმდეგოს ამბობდა ენტონი:


"მე მისთვის არაფერს წარმოვადგენ... თუ ყინვისგან მოვკვდები, ჩემი ოჯახი სულ ცოტა 6 თვე მაინც ვერ გაიგებს ამ ამბავს", - თქვა ენტონი ჩიკონემ 2011 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში.


მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ პოპ მომ­ღე­რალს ენტონის გარდა კიდევ სამი ძმა და სამი და ჰყავს: მარ­ტი­ნი, პა­უ­ლა, კრის­ტო­ფე­რი, მე­ლა­ნი, ჯე­ნი­ფე­რი და მა­რიო. კრის­ტო­ფერ ჩი­კო­ნემ გა­მოს­ცა წიგ­ნი "ცხოვ­რე­ბა ჩემს დას­თან, მა­დო­ნას­თან“, რო­მელ­მაც მომ­ღერ­ლი­სა და მისი მე­უღ­ლის, გაი რი­ჩის რე­პუ­ტა­ცია შე­არ­ყია.

1
1028
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1028
  
2023, 2 მარტი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1