მუსიკა რა დაწერა მადონამ თავის უფროს ძმაზე, რომელიც სიღატაკეში გარდაიცვალა 2023, 2 მარტი, 13:54 ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა მომღერალ მადონას უფროსი ძმა, ენტონი ჩიკონე, რომელიც სიღატაკეში ცხოვრობდა . მომღერალ მადონას უფროსი ძმა, 66 წლის ენტონი ჩიკონე ბოლო წლების განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა და ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული. როგორც მედია წერს, ენტონის დასთან კავშირი არ ჰქონდა. ჩიკონე უფროსი ამბობდა, რომ სახლი მას შემდეგ დაკარგა, როდესაც მიჩიგანში მამის ღვინის ქარხანაში მუშაობდა და საზოგადოებისთის უცნობი მიზეზების გამო მამამ სამსახურიდან გააგდო. პოპულარული დისგან არ იღებდა „უფასო მოწყალებას“, აგროვებდა ბოთლებს და იკვებებოდა საქველმოქმედო სასადილოებში. მედიამ კიდევ ერთი ფაქტიც გაიხსენა - ენტონი და მისი ძმა ახალგაზრდობაში ნარკოტიკებს იღებდნენ, შემდეგ კი თავიანთ დას დასცინოდნენ და ამცირებდნენ. სწორედ ამიტომ მომავალში, პოპ დივას საშინლად სძულდა ნარკოტიკი. უფროსი ძმის გარდაცვალების ამბიდან რამდენიმე დღეში მადონამ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. მომღერალმა ენტონის მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ "მან ჭკუა გაუხსნა", როცა ის პატარა გოგონა იყო. "ენტონიმ გამაცნო ჩარლი პარკერი, მაილს დევისი, ბუდიზმი, ტაოიზმი, ჩარლზ ბუკოვსკი, რიჩარდ ბრაუტიგანი, ჯეკ კერუაკი. შენ დათესე ბევრი მნიშვნელოვანი თესლი“, - წერს მადონა სოციალურ ქსელში. როგორც ადრე პრესა წერდა, მადონას ძმისთვის დახმარება არაერთხელ შეუთავაზებია, თუმცა ის ყოველთვის უარს ეუბნებოდა, მაგრამ სრულაიდ საწინააღმდეგოს ამბობდა ენტონი: "მე მისთვის არაფერს წარმოვადგენ... თუ ყინვისგან მოვკვდები, ჩემი ოჯახი სულ ცოტა 6 თვე მაინც ვერ გაიგებს ამ ამბავს", - თქვა ენტონი ჩიკონემ 2011 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში. მსოფლიოში ცნობილ პოპ მომღერალს ენტონის გარდა კიდევ სამი ძმა და სამი და ჰყავს: მარტინი, პაულა, კრისტოფერი, მელანი, ჯენიფერი და მარიო. კრისტოფერ ჩიკონემ გამოსცა წიგნი "ცხოვრება ჩემს დასთან, მადონასთან“, რომელმაც მომღერლისა და მისი მეუღლის, გაი რიჩის რეპუტაცია შეარყია. 1028 2-ს მოსწონს
|