x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134847
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509253
ღვაწლმოსილი მშენებელ-ინჟინრის ემიგრაციის რთული გზა
image


ჩვენი ქალაქის განვითარება და განაშენიანება ძირითადად 60-იან წლებში გააქტიურდა, სწორედ მაშინ აიგო მრავალსართულიანი კორპუსები და სკოლები. დედოფლისწყაროში ბევრისთვის საინტერესო იქნება, ვის მიერ აგებულ შენობებში გვიწევს სწავლა, მუშაობა, თუ ცხოვრება. დღეს ერთ-ერთ მშენებელ-ინჟინერზე გიამბობთ, რომელიც წითელწყაროს რაიონში ბევრ მშენებლობას ხელმძღვანელობდა, ქალაქსა და სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი დანიშნულების შენობა ააგო და შექებაც ბევრჯერ დაიმსახურა.


27 წელი ემიგრაციაში

imageვახტანგ მელიქიშვილი დაიბადა 1954 წლის 22 ივლისს, წარჩინებით დაამთავრა სოფელ ზემო ქედის სკოლა და შემდგომ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. ინსტიტუტიდან განაწილებით მმკ#15-ის ინჟინრად წითელწყაროში გააგზავნეს. აშენებული აქვს ზემო ქედის, არხილოსკალოს, ელდრის სკოლის შენობები. ასევე მრავალბინიანი კორპუსები ქალაქ დედოფლისწყაროში. მას დიდი წვლილი მიუძღვის წითელწყაროს განაშენიანებაში. მის მიერ აგებულ შენობებში მრავალი თაობა გაიზარდა.

ნაყოფიერი მუშაობისთვის სამსახურმა ვახტანგ მელიქიშვილს ახალი ავტომობილი ჯილდოს სახით ორჯერ გადასცა.


მისი მეუღლე იზოლდი მენთეშაშვილი წითელწყაროს პირველ საბავშვო ბაღში 20 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ბავშვთა აღზრდის საქმეს. ჰყავთ ორი შვილი: გოგი და თეა, ორივემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. სამი შვილიშვილი: მარიამ-იზაბელა; ეთიკო და ნუგზარი.



1996 წელს ქვეყანაში შექმნილმა გაუსაძლისმა მდგომარეობამ და რთულმა პირობებმა აიძულა ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წასულიყო. საბერძნეთში გაემგზავრნენ. ამბობს, რომ 27 წლის განმავლობაში იქ მუშაობს და საბერძნეთმა დიდი სითბოთი მიიღო.

იქ დაიბადა მისი შვილიშვილი მარიამ-იზაბელა მელიქიშვილი, რომლებიც საქართველოში მშობლიურ ფესვებს დაბრუნდა და სამშობლო არ დაკარგა.

2
152
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
152
  
2023, 3 მარტი, 22:39
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 2 მარტი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2