x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი..." - გურამ დოჩანაშვილის უკვდავი ფრაზები
გურამ დოჩანაშვილი


გურამ დოჩანაშვილი - ბევრისთვის საყვარელი ქართველი კლასიკოსი მწერალი, რომლის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ, თავისუფლებისკენ სწრაფვა და სიკეთე. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „სამოსელი პირველი", რომელიც 1975 წელს გამოიცა. იგი ასევე ავტორია არაერთი მოთხრობის, პიესის, მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, რომელიც საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.


გურამ დოჩანაშვილი


გთავაზობთ გურამ დოჩანაშვილის რამდენიმე უკვდავ ფრაზას:



„არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი…"


„...ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ."


„ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს."


„დედამიწას სიყვარული ატრიალებს".


„ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე".


დოჩანაშვილი


„...ისიც იცოდე, ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ, სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს".


„დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით".


„ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი."

„ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი."

„იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება."


„-თანხაზე აგებული მეგობრობა თანხასავით ადვილად დაიწვება, - განმარტავდა გრიშა.
- ბიჭო! ფულზე იქნება მეგობრობა აგებული, აპა, ლამაზი თვალებისათვის კი არ მეგობრობს ხალხი!
ელაპარაკე ახლა ასეთ კაცს!
- მე რომ სამიოდე წლით ადრე დავბადებულიყავი და იმ თქვენი ვაიმეგობრების ნაცნობი ვყოფილიყავი, თქვენ რომ ფულს იშოვიდით, გაგეცლებოდით, ხოლო როცა გაკოტრდებოდით, დაგიახლოვდებოდით და მიგახვედრებდით, რომ ფული არაა ყველაფერი."


დოჩანაშვილი


„ის ნიადაგი სადაც მცენარე მტაცებელი იზრდება ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება. ნიადაგის ბრალია.კარგად დაიმახსოვრე!"


„ხმამაღალ-კარგი არ შეიძლება, ესეც ხომ საკუთარი სიკარგის დაგროვებაა, დაგროვება კი, თანხისა არ იყოს, შეგცვლის… ჩუმ-კარგი უნდა იყო. ვინც რა უნდა თქვას, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს, შენ კი სიცუდეში არავის არ უნდა აჰყვე და ჩუმ-კარგი იყო…”


„ცუდ სიმთვრალეზე ცუდი ნამდვილად არაფერია ქვეყნად. – მტკიცედ გნვუმრტე. – ერთი რამაა ნამდვილად უფრო ცუდი.. – რა მაინც, შალვა?
რაღაცნაირად, სევდიანად შემომცქეროდა და მითხრა: – რა და, გერასიმე, ცუდი სიფხიზლე. გლახა სიმთვრალეს ეშველება, ცუდი სიფხიზლე თქვი შენ.”


„–ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
–ადამიანი რომ გყვარებოდა!!"


„…და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ …"


„ნიჭიერი და ზარმაცი არ მწამს. ვაჟა-ფშაველა, ვან გოგი, მიქელ-ანჯელო, ფიროსმანი… ნიჭიერები კატორღელებივით მუშაობდნენ…"


დოჩანაშვილი







2
297
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
297
  
2023, 3 მარტი, 22:40
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 2 მარტი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2