x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ოცნების“ ტიპებს მინდა მივმართო"- რა მიმართვას ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შვილებთან ერთად მმართველი გუნდის წარმომადგენლების საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრებთან გადაღებულ ერთობლივ ფოტოებს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ეხმაურება და აცხადებს:


"მთელ საქართველოს უხაროდა კალათბურთელების წარმატება და ჩვენი გამარჯვება..


ვახო სანაიას ეწერა სოციალურ ქსელში და მინდა, პოსტის მოკლე შინაარსი გავიმეორო და რას აჩვევთ თქვენს შვილებსო?! ანუ მამა თუ ცეკა-ს მდივანი არ ჰყავს, გამარჯვებული გუნდის გასახდელში ვერ მოხვდებიანო?


ოცნების ტიპებს მინდა მივმართო: სხვებსაც ჰყავთ შვილები..


ცხოვრების წესზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენს უფროსებად რომ გამოგვიცხადეს თავი და უკვე მე-11 წელია მართლა, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე რომ გვასხედან, აი, ეს არის მათი ცხოვრების წესი, ის ერთი სურათი და ვიდეო, რაც ვნახე."- განაცხადა ინგა გრიგოლიამ "ფორმულას" ეთერში სტუმრობისას.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 26 თებერვალს, ისლანდიის ნაკრებთან შესარჩევი მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით, 77-80 წააგო, თუმცა, საბოლოო ჯამში, დაგროვებული ქულებით ჩემპიონატზე გასვლა მაინც შეძლო.


საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, 29 აპრილს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდება წილისყრა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ 32 ეროვნულ ნაკრებს 8 ჯგუფში გადაანაწილებს. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების 3 მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე და რომელ ქვეყანაში იასპარეზებს საქართველოს ნაკრები – ფილიპინებზე, ინდონეზიასა თუ იაპონიაში.


კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ზემოთ ხსენებულ 3 ქვეყანაში გაიმართება, ხოლო „პლეიოფში“ გასული გუნდები მანილაში შეიკრიბებიან და მსოფლიოს ჩემპიონს გამოავლენენ.



0
305
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
305