x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ იყენებდნენ საბჭოთა კავშირში პლასტმასის ნაცვლად უფრო ძვირადღირებულ თუჯის მილებს?
image

ის, ვინც საბჭოთა ეპოქას მოესწრო, თუჯის მილების ხსენებაზე დღესაც კი შეიძლება გააჟრჟოლოს . მით უმეტეს დღეს, პლასტმასის მილების ეპოქაში, რომელიც აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. საკითხავია რატომ არ იყენებდნენ სსრკ-ში მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლივინილქლორიდის(PVC) მილებს?


პლასტმასისგან დამზადებულ კანალიზაციის მილს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მასთან მუშაობა ძალზე მარტივი და კომფორტულია. თანამედროვე სანტექნიკოსისთვის ასეთი მილების დამონტაჟება ძალზე გაადვილებულია. მისი მოჭრა და გადაბმა შესაძლებელია ხელის ხელსაწყოთი სულ რაღაც რამდენიმე წუთში. ამავდროულად, PVC-ს მილები არის საოცრად მსუბუქი და ბოლოსდაბოლოს ლითონის მილებთან შედარებით ბევრად იაფია. ასევე ზოგადად მიღებულია, რომ პლასტმასის მილების ექსპლუატაციის ვადა უფრო ხანგრძლივია. აქვს ნაკლიც, მაგალითად, ამაზრზენი ხმის იზოლაცია.


თუჯის მილები სხვა საქმეა: მძიმეა, უფრო სწრაფად იჭედება და ასეთ მილებთან მუშაობა გაუთავებელი ტანჯვაა. მით უმეტეს, როცა ხელოსანი უკვე „განებივრებულია“ თანამედროვე PVC-ის მილებით. თუჯის მილი ძალიან მძიმეა, მის მონტაჟს დიდი დრო სჭირდება და არ არის მარტივი, როგორც ტექნიკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. მაშინ რატომ იყო სსრკ-ში თითქმის ყველა კანალიზაციის მილი თუჯის? ნუთუ, საბჭოთა მრეწველობას არ შეეძლო საკუთარი პლასტმასის დამზადება?



დიახ, მეორე კითხვის პასუხი სწორია, მხოლოდ გვიანდელ საბჭოთა შენობებში დაიწყეს პლასტმასის მილების გამოყენება.


დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ს ქიმიური მრეწველობა არ იყო ისეთი განვითარებული, რომ დაკავებული ყოფილიყო PVC მილების მასობრივი წარმოებით. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, პლასტიკური კანალიზაცია შედარებით ახალგაზრდა ტექნოლოგიაა.პირველი პლასტმასის კანალიზაციის მილები გამოჩნდა გერმანიაში;1936 წლიდან 1939 წლამდე 400-ზე მეტ კორპუსში იქნა დამონტაჟებული პლასტმასის მილები, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ეს ტექნოლოგია განვითარდა აშშ-ში, შემდეგ კი გავრცელდა სხვა ქვეყნებში.



და მეორე მიზეზიც - თუჯის ფასი. ყოველივე ამის შემდეგ, ყველაფერი შედარებითია კონკრეტულ ეკონომიკურ სისტემაში. როდესაც სსრკ-ში მასიურად ჭედავდნენ თუჯის მილებს, ისინი უფრო იაფი იყო ვიდრე იმდროინდელი ნებისმიერი პლასტმასი. საბჭოთა კავშირი იყო ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი თუჯის წარმოებაში.ამიტომ არ ენანებოდათ თუჯი არც მილების, არც ქვაბების, არც ტაფების თუ სხვა რამის წარმოებაში.


სხვათა შორის, თუჯის მილებსაც აქვს თავის უპირატესობა .პლასტმასთან შედარებით უფრო მკვრივია, სრულიად ცეცხლგამძლეა და უფრო ჰერმეტულია.

2
894
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
894
  
2023, 3 მარტი, 22:40
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 2 მარტი, 22:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2