x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ინდური კინოს ისტორია
image
1896 წლის 7 ივლისს, გაზეთში გაკეთებული პატარა განცხადებით დაიწყო ინდოეთში კინემატოგრაფის ისტორია. მუმბაიში მცირერიცხოვანმა პუბლიკამ ნახა მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მას შემდეგ ამ ჯადოსნური ქვეყნის მოსახლეობა დასვენებისათვის მხოლოდ კინოთეატრების დარბაზებს მიმართავს.



ინდური კინემატოგრაფი საუკუნეზე მეტს ითვლის და შეიქმნა 27 000-ზე მეტი ფილმი, რომლებიც ასახავს ინდოელი ხალხის ოცნებებსა და რეალობას. დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმები გამოდის 52 სხვადასხვა ენაზე.
პირველი მხატვრული ფილმი გამოვიდა 1913 წელს. 1920 წლისათვის უკვე 20 ფილმი გამოდიოდა წელიწადში, ხოლო 1931 წლისათვის 207.
ამჟამად კინოსტუდიები 800 ზე მეტ სრულმეტრაჟიან ფილმს უშვებენ წელიწადში.
სიმღერა პირველად 1931 წელს გამოიყენეს ფილმში და მას შემდეგ შეუძლებელია ინდური ფილმის სიმღერისა და ცეკვის გარეშე წარმოდგენა.
ბევრმა მსახიობმა საკუთარი სტუდია შექმნა, მათ შორის ერთ-ერთმა პირველთაგანმა შექმნა საკუთარი კომპანია რაჯ კაპურმა.
მის შემდეგ 1949 წელს, ძმებმა ანანდებმა შექმნეს საკუთარი სტუდია, მესამე ფუძემდებელი თანამედროვე კინოინდუსტრიისა იყო დილიპ კუმარი. ძირითადად გამოიყენებოდა მელოდრამატული სიუჟეტები, მრომლებიც აჩვენებდნენ მკვეთრ კონტრასტს ქალაქსა და პროვინციაში ცხოვრებას შორის.
1957 წელს პირველი ფილმი "დედა ინდოეთი" იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე.
დღესდღეობით კი ინდური კინემატოგრაფი გახდა მონაწილე მსოფლიო კინოფესტივალებისა. ბევრმა მსახიობმა მიიღო საერთაშორისო აღიარება და ზოგიერთი მათგანი შედიოდა მსოფლიო კინოფესტივალების ჟიურის შემადგენლობაში. Огненный путь / С проф. переводом




[!-- object removed --]
1
135
2-ს მოსწონს
ავტორი:gagosha
gagosha
135
  
2012, 5 ივლისი, 15:17
მომწონს ინდური ფილმები,ბევრს"ეგრეხება"მაგრამ მე სულაც არა,ეს ფილმიც მაგარია ცეცხლოვანი გზა.
0 1 1