სხვა თურქეთში ისევ ჩნდება მინდორში უზარმაზარი ღრმულები 2023, 27 თებერვალი, 17:11 ![]() ქვეყნის ცენტრში, კონიას პროვინციაში, მინდორზე მოულოდნელად გაჩნდა უზარმაზარი ხვრელი, რომლის სიღრმე 15 მეტრს აღწევს, დიამეტრი კი დაახლოებით 100- მეტრია. ფენომენს მიწისძვრებთან არანაირი კავშირი არ აქვს, ღრმული მიწისძვრიდან მხოლოდ 20 დღის შემდეგ გამოჩნდა. მეცნიერები ახლა ამ მოვლენას სწავლობენ, ხოლო ადგილობრივები მათ მხოლოდ დანაღვლიანებულები შესცქერიან. ფაქტია, რომ კონიას პროვინციაში ხალხი ათ წელზე მეტია ცხოვრობს უზარმაზარი კრატერების შიშით, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება . 2017 წელს მათი რაოდენობა 200-ზე მეტი იყო, რომელთა დიამეტრი ორიოდე მეტრიდან იწყებოდა და საფეხბურთო მოედნის ზომით მთავრდებოდა. ![]() მეცნიერების თქმით არსებობს დაახლოებით 30 მიზეზი, თუ რატომ წარმოიქმნება ეს ღრმულები. ერთ-ერთი მიზეზია ნახშირორჟანგი, რომელიც წარმოიქმნება მიწისქვეშა წყლების ნახშირორჟანგთან შერწყმის შედეგად. დროთა განმავლობაში ის შლის ნიადაგს, მაგრამ სადაც მკვრივი კირქვაა, წარმოქმნება გამოქვაბული მიწისქვეშეთში, რის შემდეგაც მღვიმის ზემოთ ნიადაგი იშლება და ჩნდება ღრმული. ![]() ადგილობრივ მოსახლეობას კატეგორიულად ურჩევენ არ მიუახლოვდნენ ასეთ ღრმულებს, რადგან მიწისძვრის შემდეგ მისი ჩამონგრევის რისკი ძალიან მაღალია. 813 4-ს მოსწონს
|