x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რომეო და ჯულიეტა ქვესკნელიდან" -სიყვარული პანკის სტილში
image

65 წლის წინ, 1958 წლის 27 თებერვალს დაიბადა ნენსი სპანჯენი, 1970-იანი წლების პანკ-როკის ფიგურა. სექს პისტოლზის ბასისტის, სიდ ვიშესის მეგობარი გოგონა.


სპანჯენის ცხოვრება და სიკვდილი დღემდე მსჯელობისა და დავის საგანია, როგორც კრიმინალისტებს შორის, ასევე მუსიკის ისტორიკოსებსა და პანკ-როკის მოყვარულებს შორის.



Sex Pistols-ში გაწევრიანებისთანავე ვიშესმა გაიცნო ნენსი სპანჯენი, ნარკომანი, რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან და მუშაობდა სტრიპტიზიორად და მეძავად. მას შემდეგ.რაც გოგონა ჯგუფის ფრონტმენმა ჯონი როტენმა უკუაგდო, მან სიდს დაუწყო დევნა. მისი მეგობრის, პამელა რუკის თქმით, ნენსის მიზანი იყო ლონდონის პანკ სცენაზე დამკვიდრება და ქალთა პანკ ჯგუფის შექმნა.



„სიდი მისთვის ადვილი გამოსაჭერი იყო. ყველას უნდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ სამწუხაროდ მან ნენსი აირჩია. ის იყო საოცრად სქელკანიანი: ალბათ ყველაზე უსიამოვნო ადამიანი, რომელიც ოდესმე შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში. ყველა ხედავდა რაც იყო. ყველა, სიდის გარდა, ”- იხსენებს რუკი.


1978 წელს Sex Pistols-ის დაშლის შემდეგ, ნენსი რამდენჯერმე გამოიძახეს სასამართლოში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. ყვითელი პრესის წყალობით ის პოპულარული გახდა, სიდის და ნენსის სახით მათ შექმნეს იმიჯი "რომეო და ჯულიეტა ქვესკნელის სამყაროდან", თუმცა თავად პანკ საზოგადოებაში სპანჯენს მკვეთრად უარყოფითად ეპყრობოდნენ.


" მე თუ მას ურჩხულს ვუწოდებ, რაიმე განსაკუთრებული ბრაზის გამო კი არა, - ამბობდა ჯგუფის ვოკალისტი ჯონ ლაიდონი. -ის იყო არსება, რომელიც მიმართული იყო თვითგანადგურებაზე, გადაწყვეტილი ჰქონდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაეყოლა საფლავში. ნენსი სპუნჯენი იყო სრულყოფილი "ტიტანიკი", რომელიც თავისი აისბერგს ეძებდა და სურდა გაკოჭილი ჩაძირულიყო".


ნენსიმ ვერ შეძლო საკუთარი ჯგუფის შექმნა. 1978 წელს მან გადაწყვიტა გამხდარიყო სიდის მენეჯერი და დაარწმუნა იგი შეერთებულ შტატებში გაეგრძელებინა კარიერა. აგვისტოს ბოლოს შეყვარებულები ნიუ-იორკში გაფრინდნენ და სასტუმრო "ჩელსიში" ოთახი იქირავეს.

გოგონამ მართლაც მოახერხა ვიშესთვის რამდენიმე კონცერტის ორგანიზება. მაგრამ მას შემდეგ, რაც სიდი 7 სექტემბერს თავის ბოლო შოუზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ გამოვიდა, ყველა მუსიკოსმა უარი თქვა მასთან თანამშრომლობაზე.

image

11 ოქტომბერს მან სიდს დასაკეცი ჯიბის დანა უყიდა კლინიკა Spring Street-ში თავის დასაცავად, სადაც მას რამდენჯერმე თავს დაესხნენ ნარკომანები. იმავე საღამოს წყვილს სასწრაფოდ დასჭირდა მორიგი დოზა, რისთვისაც მზად იყვნენ გადაეხადათ ნებისმიერი თანხა. ცნობილია, რომ სულ მცირე ორი ნარკოდილერი იმყოფებოდა მათ სასტუმროს ნომერში.


12 ოქტომბრის დილით სიდი გონს მოვიდა და სააბაზანოში დასისხლიანებული ნენსი იპოვა, რომელიც მოკლული იყო მისთვის ნაჩუქარი დანით. მუსიკოსმა სასწრაფო და პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. თავად ვიშესს არ ახსოვდა რა მოხდა და უარყო დანაშაული.


ვინც სიდს კარგად იცნობა, ასევე არ სჯეროდათ, რომ საყვარელი მან მოკლა. გარდა ამისა, იმავე საღამოს, მუსიკოსის ოთახის მაგიდის უჯრიდან 25000 დოლარი გაქრა, რომელიც ვერ იპოვეს.


არსებობს ვერსია, რომ გოგონა მოკლა ნარკოდილერმა და მსახიობმა როკეტს რედგლერმა, რომელიც მოგვიანებით კომიკოსი გახდა, . ასევე, ნენსის სიკვდილი შესაძლოა წარუმატებელი „ორმაგი თვითმკვლელობის“ მცდელობაც ყოფილიყო.


სპანჯენის მკვლელობამდე თვენახევრით ადრე ვიშესი ამბობდა, რომ არ სურდა 21 წლამდე ცხოვრება და აპირებდა "სიცოცხლე დიდების ზენიტში დაესრულებინა".


როდესაც ვიშისი გაათავისუფლეს რიკერის ციხიდან 50, 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ, მან რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, რა დროსაც ამბობდა: „მინდა, რომ მას შევუერთდე. მე არ შევასრულე ჩემი წილი ხელშეკრულება“. ეს იყო ფაქტობრივად, როგორც წარუმატებელი თვითმკვლელობის აღიარება.


სიდ ვიშესი გარდაიცვალა 1979 წლის 2 თებერვალს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის შედეგად.


1986 წელს, რეჟისორმა ალექს კოქსმა გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი „სიდი და ნენსი“. ნენსის როლი ფილმში ქლოა უებმა განასახიერა.



1
106
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
106
  
2023, 27 თებერვალი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1