საქართველო პედოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც სტალინის ბრძანებით დახვრიტეს 2023, 27 თებერვალი, 13:13
აბელ ენუქიძე გახლდათ პირველი პედოფილი, რომელსაც მაღალი პარტიული თანამდებობა ეკავა და სტალინის მეგობარი იყო. დაიჭირეს და დახვრიტეს 1937 წელს.
ენუქიძეს 9-11 წლის გოგონებზე ჰქონდა გართულება. ის იყო ერთადერთი საბჭოთა მაღალჩინოსანი, რომელსაც ოფიციალურად დაადანაშაულეს არასრულწლოვნების სისტემატურად გარყვნაში. აბელ ენუქიძე არასოდეს ისწრაფვოდა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, თუმცა მას საამისოდ იდეალური ბიოგრაფია ჰქონდა.1897-1900 წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოების მუშა, ბაქოს ს.-დ. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1900), რსდმპ ბაქოს კომიტეტის წევრი, „ისკრის“ აგენტი. მონაწილეობდა არალეგალური სტამბის „ნინას“ მოწყობასა და მუშაობაში. მე -19 საუკუნის ბოლოს და მე -20 საუკუნის დასაწყისში დაუმეგობრდა სტალინს და ლენინს, 1907-1914 წლებში ენუქიძე პარტიულ საქმიანობას ეწეოდა ბაქოში, დონის როსტოვში, მოსკოვსა და პეტერბურგში. 1914 წლის ოქტომბერში გადაასახლეს ტურუხანის მხარეში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციაში. გარდა ამისა, იყო სტალინის პირველი ცოლის ნათლია. აბელს ევალებოდა კრემლის პარტიული მუშაკების სამეურნეო საკითხების მოგვარება - ასე, რომ ახალი ხიზილალა, ორაგული, კარგი ღვინოები ყოველთვის იყო მისთვის ხელმისაწვდომი. პარტიულ ლიდერების ვნებების დაცხრომაც მის მოვალეობაში შედიოდა, რაც პარტიული ამხანაგებისთვის ლამაზი ქალების მიწოდებაში გამოიხატებოდა; ის თავადაც თანახმა იყო ორგიებში მონაწილეობა მიეღო. იმ დროიდან მოყოლებული ენუქიძეს ძალზე გაუტკბა ასეთი მდგომაროება და იმასაც მიხვდა, რომ მთავრობა მას საშუალებას აძლევდა აერჩია ნებისმიერი ქალი. ტროცკის თქმით, ენუქიძე სანამ ხელმძღვანელი პირი გახდებოდა, იგი ძალზე მორცხვი და მოკრძალებული იყო. ორგიები კი არა, ისიც საეჭვო იყო, ჰქონდა თუ არა ამ კაცს პირადი ცხოვრება. სამეურნეო საკითხების მოგვარებამ და ამავე დროს, ამხანაგ კალინინთან ერთად, კრემლისთვის ლამაზმანების მიწოდებამ დიდი თეატრიდან თანდათანობით გაათამამა ენუქიძე . იმ დაწესებულებაში, სადაც ის მუშაობდა, (1922-1935 წლებში აბელ ენუქიძე იყო დიდი (ბალშოი) და სამხატვრო თეატრების მართვის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე)სამსახურში იღებდნენ ისეთ ქალებს.რომლებიც ჩვეულებრივ ლოიალურები იყვნენ სექსუალური კავშირის მიმართ, მაგრამ ენუქიძემ დაიწყო მხოლოდ იმ ქალების შერჩევა, რომელთაც ჰყავდათ ლამაზი მოზარდი ქალიშვილები. სექსუალური გარყვნილება იზრდებოდა პასუხისმგებელ პოსტზე გატარებული დროის პროპორციულად. სტალინის პირველი მეუღლის ძმის ცოლის თქმით, ყოველწლიურად აბელ ენუქიძე უფრო და უფრო პატარა გოგონებზე გადადიოდა, სანამ იგი არ მიადგა 9-11 წლის გოგონებს. ენუქიძეს და კალინინს უყვარდათ "ბალერინების შერჩევა" გოგონები უნდა მისულიყვნენ სპეციალურ კაბინეტში და იქ შიშველი უნდა ეცეკვათ პარტიული ლიდერებისთვის. ცეკვა არ იყო შეზღუდული. მაგრამ ბევრი გოგონა თავად არ იყო წინააღმდეგი: ეს მათი კარიერისთვის იყო კარგი, გარდა ამისა, ენუქიძე და კალინინი მათთვის იმპორტულ სუნამოს და თეთრეულს შოულობდნენ . ფოტოს ცენტრში მიხეილ კალინინი და აბელ ენუქიძე თავდაპირველად, ენუქიძე იწვევდა ზრდასრულ გოგონებს, შემდეგ კი არასრულწლოვნებზე გადავიდა. აი რას წერდა მარია სვანიძე დღიურში 1935 წლის 28 ივნისს: "აბელმა, ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს უდაოდ იმოქმედა ჩვენს ცხოვრებაზე რევოლუციის შემდგომ 17 წლის განმავლობაში. მომავალში თავად გარყვნილმა და ვნებამორეულმა, მის გარშემო ყველაფერი შერყვნა: მას სიამოვნებდა მაჭანკლობა, ოჯახში განხეთქილება და გოგონების ცდუნება . მის ხელში იყო ყველასთვის მიუწვდომელი ცხოვრების ყველა სარგებელი, განსაკუთრებით რევოლუციის შემდგომ პირველ წლებში, მან ეს ყველაფერი პირადი ბინძური მიზნებისათვის გამოიყენა, ქალებსა და გოგონებს ყიდულობდა. გულისამრევია ამაზე ლაპარაკი და ამის შესახებ წერა. როგორც ეროტიკულად არანორმალური და ცხადია, ასი პროცენტით არასრულფასოვანი მამაკაცი, ის ყოველწლიურად უფრო და უფრო უმცროსებზე გადადიოდა და საბოლოოდ მიადგა 9-11 წლის გოგონებს, საკუთარ გარყვნილ წარმოსახვაში, გააბახა ისინი, ფიზიკურად თუ არა მორალურად მაინც". აბელ ენუქიძე, როგორც უმეტესობა მაშინ, 1937 წელს დააკავეს, სასამართლო პროცესის პიკანტურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის იყო ამ დონის ერთადერთი საბჭოთა ჩინოვნიკი, რომლესაც არასრულწოვანი გოგონების გარყვნას ედავებოდნენ, თუმცა ენუქიძის ოფიციალური ბრალდება ტრადიციულად დაშტამპული იყო(როგორც იმ პერიოდში დახვრეტილი აბსოლუტური უმრავლესობისა)-სამშობლოს ღალატი და შპიონაჟი, განაჩენი სისრულეში მოყვანილი იქნა 1937 წლის 30 ოქტომბერს.მის დახვრეტას პირადად სტალინმა მოაწერა ხელი, რომელიც 21 ოქტომბრით თარიღდება. 1960 4-ს მოსწონს
|