x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 ისტორიული ფოტო, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

image


რა საინტერესო იქნებოდა დროებით წარსულში მოგზაურობა, არა? და საკუთარი თვალით იმის ნახვა თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, რა ახარებდათ ან რა ადარდებდათ, თუმცა დროის მანქანა ჯერ არ გამოუგონიათ, ამიტომ ისღა დაგვრჩენია ჩვენივე ფანტაზიით დავკმაყოფილდეთ. თქვენ წინაშეა უნიკალური ისტორიული კადრები, რომლებიც ბევრ საინტერესო რამეზე აგიხელთ თვალს.


image

1971 წლის გიჟური წვეულება ყველაზე მოდური საცეკვაო მოძრაობებით.


image


ეს არ გახლავთ სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის გადაღება, ეს პილოტებისთვის აზბესტის კოსტუმების დემონსტრირებაა. ფოტო 1940-იან წლებში დიდ ბრიტანეთშია გადაღებული.

image

ფიქრობთ, რომ მხოლოდ დღეს ხდება იმის დემონსტრირება ვინ რაშია მაგარი? არა, ადრეც ასე იყო. აი, მაგალითად ფოტოზე წარმოდგენილი ეს ქალბატონი ინსტრუმენტზე ფეხების საშუალებით დაკვრაში იყო დაოსტატებული.

image


ელექტრო მანქანების იდეა სულაც არ არის ახალი. 1917 წელს უკვე არსებობდა მანქანები, რომლებიც ელექტროძრავაზე მუშაობდნენ. ფოტოზე მათი დატენვის მომენტია ნაჩვენები.

image


ერნესტ ჰემინგუეის კატები ძალიან უყვარდა. მის სახლში ისინი თითქმის ყველგან იყვნენ.


image


დამეთანხმეთ, რომ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ეს ყოველივე საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, რაც ადრე განსაკუთრებულ გაოცებას სულაც არ იწვევდა. ეს გახლავთ საბავშვო გალია, რომლის დახმარებითაც ბავშვს დედის ხელსაქმის დროს გაქცევა არ შეძლებოდა.


image


ადრე ბავშვისთვის რენტგენის გაკეთება არც ისეთი იოლი საქმე იყო. მას ისე უმკლავდებოდნენ როგორც შეეძლოთ.


image


არა, არ ინერვიულოთ, გოგონა კი არ ტირის, ის უბრალოდ დაცემინებას აპირებს, ასეთი ისტორიული ფოტოებიც გვხვდება. ყველა ფოტო ხომ არ შეიძლება სერიოზული და მოსაწყენი იყოს.

image


ნამდვილად გექნებათ ნანახი ფოტოები, სადაც პოლიცია გოგონებს იმ დროისთვის ძალიან თამამი საცურაო კოსტუმებისთვის აჯარიმებს. ამ ფოტოზე კი მართლმსაჯულების წარმომადგენელს ხელში მამაკაცი ჩაუვარდა. პოლიციის ოფიცერმა ასევე მისი ჩაცმულობაც ზედმეტად გამომწვევად მიიჩნია.

image


ხოლო აი, ასეთი ნიღბისთვის ქალბატონებს არა თუ აჯარიმებდნენ, არამედ აქებდნენ კიდეც. მისი დანიშნულება მზისგან სახის დაცვაში მდგომარეობდა. რა ბედნიერებაა რომ ახლა უკვე მზისგან დამცავი საცხები არსებობს!

0
317
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
317