x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ასეთ ისტორიას ყველა სიამოვნებით ისწავლიდა: 11 ფოტო, რომელიც ისტორიის კარს გაგიღებთ

image


იცოდით, როგორ იმოქმედა მოდაზე მთვარეზე პირველი ადამიანის დაშვებამ? ან ის თუ იცით ციგურები ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში რომ გამოიგონეს? და იმის შესახებ თუ გსმენიათ ყველაზე მაღალი ადამიანი სწორედ რუსეთის იმპერიაში რომ ცხოვრობდა? მოკლედ, დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი უჩვეულო კადრები მსოფლიოს სხვადასახვა კუთხიდან! გპირდებით ამ რარიტეტული ფოტოების საშუალებით ისტორიულ წარსულზე იმაზე მეტს შეიტყობთ, ვიდრე მრავალგვერდიანი წიგნებიდან.


image


მამაკაცმა ვაჟებთან ერთად ჟირაფის გამოკვების დახვეწილი გზა იპოვა. ფოტო ლონდონის ზოოპარკში 1950 წელს არის გადაღებული.

image



"ღმერთის ხელი" დიეგო მარადონა ვარჯიშის დროს სრულად იხარჯებოდა. ფოტო ნეაპოლში 1986 წელს არის გადაღებული. სამწუხაროდ, არგენტინელი ფეხბურთელი 2020 წელს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.


image



1969 წელი - კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ამ წელს დაეშვა ადამიანი პირველად მთვარეზე და სწორედ ამ მოვლენამ შთააგონა ხელოვნების სფეროს მრავალი წარმომადენელი უნიკალური ნამუშევრების შექმნისკენ. ამ მნიშვნელოვან მოვლენას უძღვნიდნენ ფილმებს, სიმღერებს, არტ- ობიქტებს და ტანსაცმელსაც კი. ასე, მაგალითად იტალიელმა დიზაინერმა ჯანკარლო ძანატამ 1970-იან წლებში ახალი ტიპის ფეხსაცმელი შექმნა. "მუნბუთები" მაღაზიის ვიტრინებიდან წამებში გაქრა, რომელთა რეკლამაშიც თავად პოლ მაკარტნი მონაწილეობდა.


image



ფიოდორ მახნოვი, რომელიც გასულ საუკუნეში ცხოვრობდა ისტორიაში ყველაზე მაღალ ადამიანად ითვლება, მისი სიმაღლე 258 სმ-ს, წონა კი დაახლოებით 182 კგ-ს შეადგენდა. ეს ფოტოები დაახლოებით 1900 წელს არის გადაღებული.


image



1945 წელს, კომპიუტერების გაჩენამდე, თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა სწორედ ასე ხდებოდა. ისე, საინტერესოა რამდენად ხშირი იყო იმ დროს კაზუსები?


image


თითქოს ყველაფერი კულტურულად არის, მაგრამ თანამედროვე ადამიანისთვის 1875 წლის პარიზის ასეთი ღია საზოგადოებრივი ტუალეტი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, სხვათა შორის, ფოტოზე მაინც არ ჩანს სად შეიძლებოდა კაბინიდან გამოსვლის შემდეგ ხელების დაბანა?



image


როგორც ჩანს, მხოლოდ ნაომი კემპბელს არ ეშინოდა ძალ–ღონით სავსე მაიკ ტაისონის. მოდელმა და მოკრივემ ერთმანეთი 1987 წელს წვეულებაზე გაიცნეს და მაშინვე შეუყვარდათ ერთმანეთ. რომანი მშფოთვარე იყო, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა. სპორტსმენი ქალებს საბრძოლო თასებად აღიქვამდა და ნაომის რეგულარულად ღალატობდა.

image



დღესდღეობით, ციგურები საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება და ისინი სხვადასხვა ფერისაც კი არსებობს. ვიკინგებს კი მე-10 საუკუნეში საქმე ასარჩევათ ნამდვილად არ ჰქონიათ - ყინულზე დაცემის გარეშე გადასაადგილებლად მათ ტყავისა და ცხენის ძვლისგან დამზადებული ციგურები შექმნეს! აი, ასეთი საოცარი ნიმუში შვედეთის ისტორიის მუზეუმში ინახება.


image



და აქ კომენტარიც კი ზედმეტია... ცირკის მსახიობი სილვია ტერონი 1950 წელს ჰამბურგში ცათამბჯენის სახურავზე თავდაყირა ბალანსირებს.


image



მომღერალი ელვის პრესლი და მსახიობი ენ-მარგრეტი იმ დუეტის რეპეტიციას გადიან, რომელსაც ფილმში "ვივა ლას ვეგასში" შეასრულებენ. ფოტოგრაფმა წყვილი 1963 წელს გადაიღო. 14 წლის შემდეგ ლეგენდარული მომღერალი გარდაიცვლება.



image


ბევრის აზრით ფილმში "მოჩვენებებზე მონადირეები 2"-ში თავისუფლების ქანდაკება ანიმირებული იყო. სინამდვილეში კი, საქმე მაღალხარისხიან გრიმსა და შესანიშნავ სამსახიობო თამაშში გახლდათ.





0
342
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
342