x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
„მიჰილზმი"- შესაძლოა, ეს არის მიშიზმისა და რადიკალების ნიჰილიზმის, ან დიარეასა და ცუნდრუკის სინთეზი-ლევან ნიკოლეიშვილი
image

სამხედრო ექსპერტმა და პოლკოვნიკმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა ნარსიას პოსტი გააზიარა სოციალურ ქსელში და ასეთი ტექსტი დაურთო:


"გავითვალისწინე, რა რადიკალების პროპაგანდისტული ტელევიზიის „უამაყეს“ წარმომადგენლის მაია მამულაშვილის რჩევა-მოწოდება და დავგუგლე, დავსერჩე, მაგრამ თუ რას ნიშნავს „მიჰილზმი“ მაინც ვერ ვიპოვე და შესაბამისად ვერც გავიგე! შესაძლოა, ეს არის მიშიზმისა და რადიკალების ნიჰილიზმის, ან დიარეასა და ცუნდრუკის სინთეზი, ან თუნდაც სექტანტების თავისებური დეგენერატის ახალ გამოვლინება. ახლა, არ შემედავოთ, იქნებ შეეშალა და ნიჰილიზმი უნდოდა ეთქვაო, ბებიას რომ კვერცხები ჰქონოდა ბაბუა იქნებოდაო და ასე შემდეგ! მან, აი ამან, არ იცის ამის შესახებ, რომ არის უბრალოდ სულელი, ვისგანაც ასეთ რამეებს სულ ელი!"-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.


შეგახსენებთ, გუშინ, 24 თებერვალს 3 ოპოზიციურმა პარტიამ გამართა აქცია სახელწოდებით "ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის 1 წლის თავს მიეძღვნა;პარტია გირჩისა და საქართველოსთვის ლიდერები უკრაინას ღია, საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე არ მივიდნენ.

მიტინგს თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტებიც შეუერთდნენ.

დედაქალაქის პარალელურად სოლიდარობის გამოსახატავად მოქალაქეები ბათუმსა და ქუთაისშიც შეიკრიბნენ.

0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0