x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დროზე... თორემ ვერ გადამირჩებით ვერც ერთი” - მის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

image


გუშინ, რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული რამდენიმესაათიანი კოლაფსის გამო, გაუსაძლისს ყინვაში დარჩენილი ადამიანების ბედით შეწუხებულმა "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და მათ დაუყონებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა:


"რიკოთზე ხალხს სცივა, შია და ზოგიერთს წამლებიც უკვე ჭირდება. დაარიგეთ სასწრაფოდ ცხელი საკვები, პლედები და გაუშვით ექიმთა ბრიგადები წამლებით. გამოიყენეთ ჯარი, სამხედრო ტექნიკა და საველე სამზარეულოები საკვების გასაცხელებლად და ხალხის გასათბობად. გაშალეთ დათბუნებული კარვები. დროზე ქენით თორემ იმედია იცით ხვალ დილიდან ვერ გადამირჩებით პერსონალურად ვერც ერთი მინისტრი თუ გებერნატორ--მერი.




მთავრობის ყველა წევრი დაიძრას რიკოთისაკენ. ხალხი იყინება. ყოველი ადამიანის უსაფრთხოებაზე უმკაცრესად აგებთ პასუხს..სადაა სამაშველო სამსახურები? სადაა მცირე ავიაცია? იმედია ივანიშვილი თავის ორ ათეულ ვეტმფრენს ახლა მაინც ჩართავს ხალხის გადასარჩენ ოპერაციაში."- დაწერა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამის საათებში რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. საბედნიეროდ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეფერხდა მოძრაობა. დარჩენილი მძღოლების ნაწილი დასავლეთიდან აღმოსავლეთში მოხვედრას ე.წ საჩხერის გზით ცდილობდა, მეორე ნაწილი კი მოძრაობის აღდგენას გაუსაძლისს ყინვაში ელოდა.













0
466
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
466