სხვა 25-მეტრიანი მუხისგან დამზადებული ათასწლოვანი გემი De Meern 1 2023, 23 თებერვალი, 23:36 'De Meern 1' ყველაზე სრულად შემონახული რომაული მდინარის ხომალდი, რომელიც ნაპოვნია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაშიეს ფანტასტიურად შემონახული რომაული ხომალდი "De Meern 1"-ია. ის 1997 წელს უტრეხტის პროვონციაში რაინში აღმოაჩინეს. სხვა აღმოჩენილ რომაულ ხომალდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ინტორიული გემია. სავარაუდოდ ის განადგურდა მდინარე რაინის მიხვეულ-მოხვეულ შენაკადებში დაახლოებით ჩვ.წ.აღ.-მდე 190 წელს, შესაძლოა ნავიგაციის შეცდომის გამო. შემონახულია გემის ინტერიერის დიდი ნაწილი, კაპიტნის პირადი ნივთები, რომელიც ინახებოდა სალონში, მათ შორის იარაღების კოლექცია. კორპუსი დღევანდელი ნიდერლანდების სამი დიდი მუხის ხისგან იყო აგებული. გემის ზომებია 25 მეტრი სიგრძე და 2.7 მეტრი სიგანე. ხის ნაწილები ლურსმული იყო. ივარაუდება, რომ მას 200 წლის განმავლობაში გამოიყენებდნენ. De Meern 1-ს შესაძლოა იყენებდნენ რომაული არმიის ინჟინრები და მშენებლები. 2015 წლიდან ინახება ქალაქ დე მერნის მუზეუმში Castellum Hoge Woerd-ის ციხესიმაგრეში. აღმოჩენების ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით, თითოეულ აღმოჩენას მიენიჭა ადგილის სახელი და სერიული ნომერი. გემი De Meern 1 ექსპერტებმა სანახაობრივ აღმოჩენად მიიჩნიეს. ამიტომ მის შენახვასა და გამოფენაზე დიდი დრო და ფული დაიხარჯა. ის შესულია იუნესკოს ძეგლთა სიაში. 210 შეფასება არ არის
|