სხვა საბილიარდოში თამაშის ორჯერ წაგების გამო მოკლეს 7 ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა (ვიდეო) 2023, 23 თებერვალი, 15:59 ![]() შეიარაღებულმა წყვილმა ბრაზილიაში, ზედიზედ ორი თამაშის წაგების შემდეგ, თოფითა და პისტოლეტებით შეიარაღებულებმა მოკლეს შვიდი ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა. სამშაბათს სინოპ-სიტში (შტატი მატუ-გროსუ)საზარელი ამბავში მოხდა საბილიარდოში, სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთმა მოძალადემ იარაღიც მუქარით უბრძანა თავის მძევლებს, კედელთან ჩამწკრივებულიყვნენ, ხოლო მისმა თანამზრახველმა იქვე მდგარ პიკაპიდან გადმოიღო სავარაუდოდ გლუვლულიანი თოფი. იგი რამდენიმე წუთის შემდეგ, ბრუნდება დარბაზში და წყვილი იწყებს მძევლების მიმართულებით ტყვიების სროლას, რითაც მათ ფაქტობრივად გაქცევის შანსი არ დაუტოვეს. პოლიციამ განაცხადა, რომ მკვლელები უკვე იდენტიფიცირებულნი არიან, ეს არის ედგარ რიკარდო დე ოლივეირა, 30 წლის და ეზიკიას სოუზა რიბეირო, 27 წლის.(ფოტოზე)ისინი ტრაგედიის ადგილიდან ადგილიდან მიიმალნენ და ამჟამად გაქცეულები არიან. ![]() შუადღისას ის ეზეკიასთან ერთად დაბრუნდა და მეორედ ეთამაშა იმავე კაცს, მაგრამ ისევ წააგო, რაზეც იქ დამწრეებს სიცილი აუტყდათ, დამცირების და წაგებულის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ დაბოღმილმა წყვილმა თითქმის ყველა დამსწრე მოკლა. ![]() 345 2-ს მოსწონს
|