x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ვინ იყო ხრუშჩოვის შვილი და რა კავშირი ჰქონდა მის სიკვდილთან სტალინს?

გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, ნიკიტა ხრუშჩოვმა სსრ კავშირის კპ–ს XX ყრილობა მოიწვია, სადაც სტალინის პიროვნების კულტი გააკრიტიკა. ეს იყო ერთგვარი შურისძიება. გარდა ამისა, ის ცდილობდა გაენადგურებინა ყველაფერი, რაც წლების მანძილზე, ქვეყნის წინა ლიდერმა შექმნა. ალბათ, ბევრმა, რეალური მიზეზი არ იცის, თუ რატომ სძულდა ასე ძლიერ ხრუშჩოვს სტალინი.


image


სტალინისადმი დაუფარავი ზიზღის შესახებ კითხვაზე, ხრუშჩოვი ყოველთვის პასუხობდა, რომ ყოფილი ბელადისადმი ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი, მასობრივი დახვრეტა და გულაგის ბანაკებში უდანაშაულო ადამიანების გაგზავნა იყო. რეალურად კი, ეს მხოლოდ, «მონსტრის» ფონზე, პოლიტიკური ქულების დაწერის და საკუთარი რეიტინგის ამაღლების საშუალება იყო.

როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ სტალინის დროს, ნიკიტა ხრუშჩოვი რეპრესიებში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა. მაგ., 1938 წ. ის უკრაინაში გაემგზავრა, სახალხო კომისართან, ეჟოვთან ერთად, რომ ადგილობრივი ხელისუფლება «მოეცილებინა». მთავრობის გადაყენების შემდეგ, მისი ბრძანებით, 36 000–მდე უკრაინელი იყო რეპრესირებული, ყოველგვარი სასამართლოს და გამოძიების გარეშე.

ხოლო, სტალინთან გაკეთებული მოხსენების დროს, ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინას რეპრესირებულთა რაოდენობით ჩამორჩებოდა, რომ საჭირო იყო შესაბამისი ზომების მიღება და დასჯილთა რაოდენობის გაზრდა. რაზეც ბელადმა ზიზღით უპასუხა, რომ დამშვიდებულიყო... და სულელი უწოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი, თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ხრუშჩოვისადმი, არასდროს მალავდა.


image


არც ხრუშჩოვს ეხატებოდა ის გულზე და სძულდა იმ სიმტკიცისთვის და გავლენისთვის, რომელიც მას გააჩნდა და კიდევ, რეპრესირებულების სისხლისთვის, რომელშიც თავადაც ჰქონდა ხელი გასვრილი. ბელადისადმი დიდი სიძულვილის ყველაზე მთავარი მიზეზი კი, მისი უფროსი ვაჟის სიკვდილი იყო.

ეს 1943 წლის 11 მარტს მოხდა. ლეონიდ ხრუშჩოვი, რომელიც მე–18 გვარდიის საავიაციო პოლკის მფრინავი იყო, ბრძოლის ველიდან, უფრო სწორედ, თვითმფრინავთან ერთად, საჰაერო სივრციდან გაქრა. სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი შეისწავლეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს – არც თვითმფრინავის ნამსხვრევები ჩანდა სადმე და მითუმეტეს, არც დაჭრილი პილოტი.

ოფიციალური ვერსიით, ლეონიდი ტყვედ ჩავარდა და საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. ამ ვერსიას თუ გავყვებით, თვითმფრინავის და პილოტის დაკარგვა, სავსებით გასაგები ხდება. მაგრამ, თავადაც იცით, როგორ უყვარდათ სსრ კავშირში ხალხისგან სიმართლის დამალვა!

როგორც გაირკვა, არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც წლების შემდეგ, სუკ–ის (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) ერთ–ერთი განყოფილების ყოფილმა უფროსმა ვადიმ უდილოვმა გაამხილა. მან გაიხსენა, რომ ლეონიდ ხრუშჩოვი მტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაფრინდა და ტყვედ, საკუთარი ნებით ჩაბარდა. გერმანელები მას ჯაშუშობას აიძულებდნენ. ხოლო, ლეონიდი, ზეწოლის გამო, დათანხმდა. ამის შესახებ მოსკოვის ხელმძღვანელობამ მაშინვე შეიტყო და მოღალატის დასაბრუნებლად, მტრის ბანაკში «SMERSH»–ის («Смерть шпионам!» – სიკვდილი ჯაშუშებს) რაზმი გაგზავნა.

სულ მალე, ლეონიდი მოსკოვში დააბრუნეს. მამამისი იმ დროს ქალაქში არ იყო და შვილის გადასარჩენად, სასწრაფოდ ჩაფრინდა დედაქალაქში. როგორც უდილოვმა თქვა, მიხეილ დოკუჩაევმა (სუკ–ის ერთ–ერთი თანამშრომელი) თავად ნახა და შემდეგ მას მოუყვა, თუ როგორ ევედრებოდა ნიკიტა ხრუშჩოვი სტალინს, მისი შვილისთვის ეპატიებინა. მაგრამ, სტალინი ამ საკითხებში შეუვალი იყო, არავის უსმენდა და დეზერტირის დახვრეტის ბრძანება გასცა... და მთავარსარდლის ბრძანება, რა თქმა უნდა სისრულეში მოიყვანეს.

ასე, რომ, როგორც ხედავთ, ხრუშჩოვის ნამდვილად ჰქონდა სტალინის სიძულვილის მიზეზი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იაპონიის სანაპიროზე ზღვამ ამოუცნობი ობიექტი გამორიყა

* 12 000 წლის თავის ქალაში ჩამონტაჟებული მიკროსქემა აღმოაჩინეს

* ჰიტლერის "საბჭოთა ტური" და ფიურერის მკვლელობის მცდელობა სმოლენსკში

* ცხოვრება თამაში არ არის, სადაც ფინალისკენ სწრაფვა საჭიროა... რაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი?

* სახალისო სურათები, კარგი განწყობისთვის

* 7 მარტივი და ერთი რთული გამოცანა (პასუხები აქვს)

* 15 რეტრო ფოტო, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა მსოფლიო



2
1803
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1803
  
2023, 24 თებერვალი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2