სხვა ჩინელი 2 წლის წინ ლატარეაში მოგებულ თანხას ცოლს უმალავდა,სამაგიეროდ ბინა უყიდა ყოფილს 2023, 21 თებერვალი, 16:33 სანამ გოგონები აგრძელებენ ვალენტინობის დღისთვის მიღებულ (ან მიუღებელ) საჩუქრების განხილვას, ჩინეთში ნამდვილი სასიყვარულო დრამა გათამაშდა ან უფრო სწორად ტრაგიკომედია. ორი წლის წინ, ჩინელმა, სახელად ჩჟოუმ, ლატარიაში 10 მილიონი იუანი მოიგო. საშემოსავლოს გადახდის შემდეგ იღბლიანმა 8, 43 მილიონი (დაახლოებით 3 მილიონი ლარი) ხელზე აიღო. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოგების შესახებ ცოლი ლინისთის ეხარებინა “ იღბლიანმა ჩჟოუმ ისე გააგრძელა ცხოვრება, თითქოს არც არაფერი მომხდარა. თუმცა მან უფროს დას ფარულად გადაურიცხა 2 მილიონი იუანი, ასევე ყოფილ მეუღლეს, ბინის საყიდლად 700 000 იუანი მისცა. მაგრამ ორი წლის შემდეგ ჩჟოუს ფორტუნამ უღალატა – საიდუმლო გამჟღავნდა! ლინმა განქორწინება მოითხოვა, თან სასამართლოში იჩივლა. მან სასამართლოზე მოითხოვა ერთობლივი ქონების თანაბრად გაყოფა და ასევე მოითხოვა კომპენსაცია - 2, 7 მილიონი იუანის ორი მესამედი, რომელიც ჩჟოუმ ცოლის გარეშე დახარჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოგება ერთობლივად შეძენილი ქონების ნაწილია, ამიტომ ჩჟოუს კეთილშობილი ნაბიჯი საკუთარი დისა და ყოფილი მეუღლის მიმართ განიხილება, როგორც გაფლანგვა, რის გამოც ის ვალდებულია აუნაზღაუროს ჯერჯერობით კანონიერ ცოლს თანხა, აღსანიშნავია, რომ არც ერთ მხარეს არ გაუპროტესტებია სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩინეთში. გასული წლის ნოემბერში ვწერდით ამის შესახებ, ჩინეთის კიდევ ერთმა მსცხოვრებელმა ლატარიაში 220 მილიონი იუანი მოიგო. ასეთი სოლიდური ჩეკის წარდგენისას მამაკაცი, აუდიტორიის გასაკვირად, ანიმაციური პერსონაჟის კოსტუმში გამოცხადდა, რომელიც სახეს უფარავდა. როგორც გაირკვა, მას ასევე სურდა ოჯახისგან მოგებული ჯეკპოტის დამალვა. თუმცა, მოგებულმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მას კარგი ზრახვები ამოძრავებდა და არავითარ შემთხვევაში უმადურობა. „ვშიშობ, რომ ამის გამო ამპარტავნები და ზარმაცი გახდებიან და მომავალში აღარც ისწავლიან“, - ასე განმარტა მან ოჯახის წევრების მიმართ თავისი გადაწყვეტილება. 218 3-ს მოსწონს
|