x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ძირის გამოთხრას გავაგრძელებ და სიცოცხლეს გავუმწარებ"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილს, ვინც მისი თქმით, "ჩადენილ უმსგავსობას არ აღიარებს" და ფულზე ავარდნის გამო დიდ ბოდიშს არ მოიხდის საჯარო სიცოცხლის გამწარებას ჰპირდება:


"სანამ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, ვისაც თავს ვესხმი რიგში არ ჩადგება, ჩადენილ უმსგავსობას არ აღიარებს, და დიდ ბოდიშს არ მოიხდის რომ ფულზე ავარდა, ადამიანებით ვაჭრობა დაიწყო და ოლიგარქიული პოლიტიკა ჩათვალა ამ ქვეყნისთვის საკადრისად, მე მათთვის ძირის გამოთხრას გავაგრძელებ და საჯარო სიცოცხლეს გავუმწარებ.


ეს მგონია სწორი და იმიტომ.


ფასი უნდა დაედოს უმსგავსობას.


სხვანაირად წინ ვერ წავალთ და ვერ გვეყოლება ღირსეული პოლიტიკური სპექტრი.


p.s. იყოს ჩემი სიტყვა, თქვენი სადღეგრძელოების წინააღმდეგ და ვისი აჯობებს, შევხედოთ"- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსლში.





0
739
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
739