ბირთვული იარაღი ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან ერთად მიეკუთვნება მასობრივი განადგურების იარაღების ჯგუფს.ბირთვული იარაღი მისი შექმნიდან დღემდე, ცივი ომის პერიოდში და შემდეგაც წარმოადგენდა შანტაჟისა და მისი აფეთქების მუქარის ინსტრუმენტს, როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი სახელმწიფოების ლიდერების და პოლიტიკოსების ხელში.დღეს მსოფლიო უდიდესი საშიშროების წინაშე დგას, რაც თავის მხრივ უკავშრდება საერთაშორისო ტერორიზმის და ამ მოძრაობის ბირთვული იარაღით აღჭურვის რეალურ საფრთხეს.