საქართველო "მოდით პირდაპირ ვთქვათ"- რას წერს შალვა ნათელაშვილი 2023, 19 თებერვალი, 16:32 "ლეიბორტისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დაინიცირებულ კანონპროექტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:"რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.ეს წინაპართა სიბრძნე დღესაც აქტუალურია, მათ შორის უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ე.წ ენჯეოების მიმართ რომლებსაც პირდაპირ კრემლის რეცეპტით, საქართველოს ბედისწერა ივანიშვილი, აგენტებად აცხადებს, რაც როგორც სჩანს აუცილებელი პირობაა ჩვენი ქვეყნის მოსკოვის ორბიტაზე საბოლოოდ დასაბრუნებლად.მოდით პირდაპირ ვთქვათ--ეს არის ამ ორგანიზაციების და მათზე დასავლეთიდან ასეულობით მილიონის მიმცემი დონორების პირდაპირი ბრალიც, რომლებმაც საქართველოსთვის 30 წლის მანძილზე დემოკრატიაზე გამოყოფილი ეს სიმდიდრე აქციეს პირადი შემოსავლების, მათზე გრანტის მჭამელი ლამის ოჯახების აღმოცენების, ყველა ხელისუფლებასთან ალიანსის, რეალური ოპოზიციის განადგურების, არჩევნების გაყალბებაში უდიდესი ხელშეწყობის და ამ ხალხისთვის ხშირად საძულველი ენჯეოშნიკების პოლიტიკაში მოღვაწეობის შედეგი.ყველაფერი ეს ფსიქოლოგიური ფონი კარგად გამოიყენა რუსმა ოლიგარქმა და მისმა კრემლიდან ასევე კარგად დაფინანსებულმა ჯგუფებმა. მოკლედ მიმოვიხილოთ ამ სექტორის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ძირითადი პოლიტ--საარჩევნო პერიპეტიები, ამჯერად არ ვეხები მათი საქმიანობის სხვა სფეროებს, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ახალი, მაგრამ ე, წ უპატრონო ტალანტების ძებნა განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, თავისუფალი ბიზნესის განვითარება, ეკონომიკაზე მონიტორინგი, ქვეყანაში ხალხის საცხოვრებლად ელემენტარულ სოციალურ პირობებზე ზრუნვა და სხვა მრავალი რაზედაც ასევე ასეულობით მილიონი დოლარია შეჭმული მათ შორის ე.წ სასამართლო რეფორმაზე რასაც სწორედ ეს სექტორი ამზადებდა 30 წელი და დღეს მივიღეთ ბოლშევიკური სამეულები.1995 წლის საპარლამენტო არჩევნები, მაშინდელმა უცხოეთიდან გრანტებით კარგად გამაძღარმა ჟვანიას ჯგუფმა განახორციელა პირველი მასობრივი არჩევნების გაყალბება რის შედეგადაც პარლამენტში არ შეუშვეს 5 პროცენტ ბარიერის გადამლახავი მინიმუმ 4 პარტია, სოციალისტები, კომუნისტები, ტრადიციონალისტები და ზვიადისტები მაშინ 21 საუკუნედ დარეგისტრირებული .მივიღეთ შევარდნაძე---აბაშიძის პარტიებისაგან შემდგარი პარლამენტი და ხელოვნურ ოპოზიციად ედე--პე რომელიც შემდგომ რა თქმა უნდა დაშლეს. ყველაფერი ეს დაადასტურა და აღიარა ევროპა--ამერიკიდან დაფინანსებულმა სამოქალაქო სექტორმა.რამდენიმე თვეში 1996 წლის მარტში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები რომელიც ფაქტიურად მოიგო ჯუმბერ პატიაშვილმა, მაგრამ ამ სექტორის ზედამხედველობით არსებულმა ცეესკ--ომ გამარჯვებულად გამოაცხადა ედუარდ შვარდნაძე. 1999 წელს ნოემბერში ლეიბორისტულმა პარტიამ გადალახა 7 პროცენტიანი ბარიერი და შევარდნაძის რეჟიმის დავალებით უბრალოდ არ შეგვიშვეს პარლამენტში, ხოლო ჩვენს მაგივრად იქ გზა გაუხსნეს მაფიოზა თოფაძის და ტყემალაძის პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.ეს ხდებოდა არასამთავრობოთა სრული მონაწილეობით. 2002 წელი პირველ ადგილზე გადის ლეიბორისტული პარტია თბილისის საკრებულოს არჩევნებში და როდესაც ვერაფერს ახერხებენ მოსამართლე თოდრიას გამოაქვს გადაწყვეტილება ხმების ხელახალ გადათვლაზე რაც გრძელდებოდა 6 თვე ანუ არც იქ გვიშვებდნენ.სხვათა შორის ამ თოდრიას კარგად დაუფასეს და დღემდე უცხოური გრანტების ჭამითაა დაკავებული ისიც. დადგა ავბედითი 2003 წელი, პუტინმა დაგეგმა შევარდნაძის ჩამოგდება ბუშის დაყოლიება არ გაჭირვებია მაშინ ერთად ეძინათ ლამის, ვარდების რევოლუციის დაფინანსება დაევალა ბიძინა ივანიშვილს და მთელი არასამთავრობი სექტორი აღმოჩნდა ე.წ რევოლუციურ კომიტეტში ან ამგადატრიალების მომწყობი პარტიების სიებში თუ სამთავრობო სტრუქტურებში. შედეგად პარლამენტიდან დაითხოვეს ლეიბორისტული პარტიის მთელი ფრაქცია თან ვისი სარჩლით? თინა ხიდაშლის და ზურაბ ჭიაბერაშვილის რომლებიც მაშინ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები იყვნენ. დამატებით არჩევნებში 2004 წლის მარტში ასევე მასობრივი გაყალბებით და არასამთავრობოთა დასტურით კვლავ არ შეგვიშვეს პარლამენტში და ჩვენს მაგივრად იქ ვიხილეთ სატელიტი ქრისტიანულ--დემოკრატიული პარტია.რომელმაც როგორ დაამთავრა იცით. არასამთავრობო სექტორი ასევე დუმდა როდესაც მე 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადეს სამშობლოს ღალატისთვის 2007 წლის მიტინგებში მონაწილეობისას, ასევე დუმდნენ როდესაც მაშინდელმა რეჟიმმა გაგვიყალბა 2008 წლის არჩევნები ხოლო როცა ყველაფერ ამაზე შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ მოგვთხოვა სერტიფიცირებული ადვოკატი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უარი გვითხრა დამცველი გამოყოფაზე რის გამოც გერმანიაში ვიპოვეთ შემდგომ ასეთი პერსონა. დადგა 2012 წელი რუსეთი და ამერიკა კვლავ შეთანხმდნენ საქართველოში ხელისუფლების ივანიშვილით ჩანაცვლებაზე და მთელი ევრო--ამერიკული არასამთავრობო სექტორი უცბად გარდაიქმნა ოცნების პროპაგანდისტად, ნაწილი კვლას სადეპუტატო სიებში მოხვდა და ამით გაგვიმზადეს აი ეს განსაცდელი სადაც ვართ.ყველა შემდგომი არჩევნები რაც ჩატარდა რუსი ოლიგარქის რეპრესიული რეჟიმის მიერ აღიარებული, მომზადებული და დაკანონებულია სწორედ ამ არასამთავრობოების მიერ რომლები აკონტროლებენ ყველაფერ დაწყებული რეიტინგული გამოკვლევებით, გაგრძელებული ცენტრალური საარჩევნო კომისიით და დაგვირგვინებული არჩევნების დღეს ე.წ ეგზიტ--პოლებით. მარტო ყველა არჩვნების გამყალბებელი დედა--დედოფალი, ცეესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია რად ღირს, რომელიც ამ სექტორს წარმოადგენს და ნაცვლად იმისა, რომ ახლა ციხეში იჯდეს თავის გრანტის მიმცემმა პატრონებმა შუა აზიაში გადამალეს დემოკრატიის მასწავლებლად, ისინი არსებობენ ამერიკელი და ევროპელი ხალხისგან გაღებული გადასახადებით და აკეთებენ მოსკოვის საქმეს.ესაა სამწუხარო რეალობა. ახლა აღარ მინდა ჩამოვთვალო ვინმე არ გამომრჩეს ვინ გაგვიზარდა ამ სექტორმა, ყველა იცნობთ ძმებ ბერძენიშვილებს, უსუფაშვილ-- ხიდაშელებს, პაპუაშვილს, კობახიძეს, თალაკვაძეს, სუბარს და ა.შ ჰიტლერის შემდეგ ევროპაში პირველად მოხდა, რომ რეჟიმმა აკრძალა პოლიტიკური ძალა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სახით და არც ერთ არასამთავრობოს დღემდე არ გაუპროტესტებია ეს ფაშიზმი. უფრო მეტიც იქამდეა მისული საქმე, რომ არასამთავროებმა ჩაანაცვლეს პოლიტიკური პარტიები რითაც მრავალპარტიული სისტემა ქვეყანაში ფაქტიურად პარალიზებულია.მოკლედ რა თქმა უნდა ეს კანონი მიზნად ისახავს საქარვთელოს ამოგდებას იმ საგარეო ვექტორიდან რაც არჩეული იყო მაგრამ, ჩვენ გვჭირდება ისეთი არასამთავრობო სექტორი რომელიც იქნება ადამიანთა უფლებების რეალური დამცველი, არ იქნება ხელისუფლების სატელიტი, გაიწმინდება ძველი გრანტიჭამიებისგა, მოვა იქ ახალი თაობა, რომლებიც არ ჩაერევიან პოლიტიკაში და არ გადაიქცევიან შეკვეთათა შემსრულებლებად საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ასეთი მითითებები.p.S--და მთავარი რაც არ უნდა დაგვავიწყდეს------მხედრიონი თავიდან იყო არასამთავრობო, შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირი დასაწისში იყო არასამთავრობო, ნაციონალური მოძრაობა ჯერ იყო არასამთავრობო, ქართული ოცნება ივანიშვილისა მოქალაქედ წოდებული თავიდან იყო და იყო არასამთავრობო, სხვა წვრილფეხა, შმდგომ პარტიებად გადაკეთბულ, გრანტით სიმდიდრე--ნაშოვნ, ყოფილ ენჯეო---პარაზიტებს აღარ ჩამოვთვლი. მხოლოდ ლეიბორისტული პარტია იყო დასაწყისშივე პარტია, არის პარტია და დარჩება პარტიად."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ხალხის ძალა" პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული, თუმცა როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონი არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზეა დაფუძნებული.198 შეფასება არ არის |