ნამცხვრები ზეთზე მომზადებული მედოკი 2023, 19 თებერვალი, 2:51 ზეთზე მომზადებული მედოკი, რომელიც ფაფუკია და ძალიან გემრიელი
საჭიროა:
კვერცხი 5 ც
ზეთი 1 ჭიქა (200 მლ-იანი ჭიქით)
შაქარი 250 გრ ( 12.5 ს/კ)
თაფლი 4 ს/კ
სოდა 1.5 ჩ/კ
ფქვილი 5 ჭიქა ( 200 გრ ჭიქით ) (650 გრ )
კრემი:
მოხარშული შესქ.რძე 2ც
კარაქი 250 გრ
ვანილი 1ც
მომზადება:
ქვაბში, მოვათავსოთ ზეთი, შაქარი და თაფლი, დავდგათ ნელ ცეცხლზე, როგორცკი, მიიღებს კარამელის ფერს, ვუმატებთ სოდას და გადმოვდგამთ ცეცხლიდან, მასა აქაფდება, შემდეგ ვუმატებთ, ათქვეფილ კვერცხს და ვურევთ განუწყვეტლივ, ბოლოს კი ფქვილი.
მასას ვყოფთ 7 ნაწილად, საცხობ ქაღალდზე ვაბრტყელებ, და ისე ვაცხობ, 170 °ზე 3-4 წთ მზადაა, თხელი ფენებია.
კრემი:
ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე, დავუმატოთ მოხარშული შესქ რძე და ვანილი, გადავანაწილოთ ფირფიტებზე
117 1-ს მოსწონს
|