x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
კიდევ ერთი ორდენოსანი რუსი აგრესორი გააგზავნეს "კობზონის კონცერტზე" უკრაინელებმა
image
ლეიტენანტი იური შნაიდერი კრასნოიარსკის მხარეში დაიბადა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლა განაგრძო რიაზანის საჰაერო-სადესანტო ჯარების სასწავლებელში, რომლის დამთავრებისთანავე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მოხვდა განაწილებით.


2022 წელს რუსული აგრესიის დაწყებისთანავე შნაიდერი თავის ბრიგადასთან ერთად მოხვდა ყველაზე ცხელ წერტილებში, სადაც მისი ბრიგადის დიდი ნაწილი გაანადგურეს ბრძოლებში.


ლეიტენანტი შნაიდერი მათ შორის იყო ვინც დააჯილდოვა რუსეთის დიქტატორმა ორდენით: "მამაცობისათვის".


სწორედ დაჯილდოებული სამხედროების ფონზე გააკეთა საახალწლო მილოცვა პუტინმა, არავინ იცის ამ ოფიცრებიდან ვინაა ცოცხალი და ვინ არა, მაგრამ ლეიტენანტი შნაიდერი რომ ცოცხალი არაა ეს დაზუსტებული ფაქტია, ის მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯგუფთან ერთად შეეწირა უკრაინის დამცველთა ნაღმსატყორცნებიდან გასროლილი ნაღმების აფეთქებას.



რუსი ოფიცერი ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ქალაქ კრემენნოიში დაიღუპა.
image
მასთან ერთად მისი თანამებრძოლებიც "გაემგზავრნენ კობზონის კონცერტზე".
არანაირი ირონია ჩემი მხრიდან, მტერს განადგურება უნდა და არა შეცოდება, ესენი სამხედროებია. მათ გათვიცნობიერებული ჰქონდათ მეზობელი ქვეყნის ანექსიისათვის რომ იყვნენ შეჭრილი უკრაინაში.


მტერს მტრულად დახვედრა უნდა და არა შეცოდება ან ცრემლების "ღვარღვარი", "რა ახალგაზრდაა საწყალის"-თანხლებით.

image

0
185
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
185