სხვა "კატები კარგი პატრონები არიან, მთავარია თქვენ გახსოვთ, თქვენი ადგილი" 2023, 17 თებერვალი, 16:34 «კატები კარგი პატრონები არიან, მთავარია თქვენ გახსოვთ, თქვენი ადგილი» – ეს სიტყვები ჯაეშ საჩდევს (JAYESH SACHDEV) ეკუთვნის, მხატვარს და ამ ფუმფულა არსებების დიდ თაყვანისმცემელს. სტატიაზე დართულ ფოტოებზე კი, სწორედ მისი ნამუშევრებია წარმოდგენილი. ზოგადად, მსოფლიო მოსახლეობა, პირობითად, ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ — ძაღლების და კატების მოყვარულებად. ეს უკანასკნელები კი იმიტომ უყვართ, რომ ძალიან ჭკვიანები, ფუმფულები, მომხიბვლელები და იდუმალებით მოცული არსებები არიან... და საკმარისია, კატა სახლში მიიყვანოთ, რომ ის თავს, თქვენი და თქვენი სახლის პატრონად იგრძნობს. ხოლო, თავად თქვენ, ავტომატურად, მისი "მონა" გახდებით. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით... თუმცა, კატები ადამიანებთან მიმართებით, სწორედ ისე იქცევიან, როგორც ბატონები. ისინი არასდროს ემორჩილებიან მის ბრძანებას და ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც უნდათ. თუმცა, ადამიანისთვის დიდი სარგებლობაც მოაქვთ (აქ რა თქმა უნდა, თაგვებზე ნადირობა არ იგულისხმება). მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. გაირკვა, რომ ვისაც სახლში კატა ჰყავს, გაცილებით ნაკლებად მიმართავენ სამედიცინო დახმარებისთვის ჯანდაცვის დაწესებულებებს და ადვილად უმკლავდებიან სტრესს და ქრონიკულ დაღლილობას. ალბათ გაინტერესებთ, თუ რაში მდგომარეობს ამ შინაური ცხოველის ჯადოსნური ძალის საიდუმლო? კატის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი კრუტუნია. ამ ხმის სიხშირე 27–დან – 44 ჰერცს შორის მერყეობს, რაც დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ჭრილობის შეხორცებაზე და ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებაზე. საშუალოდ, ძვლის სიმტკიცე, 20% უმჯობესდება – ასეთია ჩრდილოეთ კაროლინის ცხოველთა კომუნიკაციის ინსტიტუტის მეცნიერთა კვლევის შედეგები. ადამიანს, რომელიც რეგულარულად უსმენს კატის კრუტუნს, უუმჯობესდება ძილი, უქრება აპათია, უმაღლდება იმუნიტეტი, ურეგულირდება არტერიული წნევა და გულისცემა. თუ კატას თავისი პატრონი უყვარს, მას ხშირად უკეთებს თათებით «მასაჟს» და დრო და დრო, ბრჭყალებსაც ურჭობს კანში. ამ პროცედურის ეფექტი შეიძლება შევადაროთ აკუპუნქტურას, რომლის დროსაც, ზემოქმედება რეფლექსოგენურ ზონებზე ხდება, რაც თავის მხრივ, შინაგანი ორგანოების და სისტემების მუშაობას აუმჯობესებს. «პროცედურის» შედეგად, გაჩენილი მცირე ნაკაწრები, სწრაფად ხორცდება (კატა, რა თქმა უნდა, ცოფზე აცრილი უნდა იყოს). სასარგებლოა ასევე, შინაური ცხოველის მოფერება. თითის წვერებით, ნერვული იმპულსები გადაეცემა ტვინს, – ეფექტი მედიტაციის მსგავსია. ბეწვზე ხელის ხახუნის დროს კი, წარმოიქმნება მცირე მუხტის დენი, რომელიც ფიზიოთერაპიაში, უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ამავდროულად, არტერიული წნევის სტაბილიზება ხდება, მცირდება განმეორებითი ინფარქტის და ინსულტის რისკი. გარდა ამისა, როდესაც კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე წვება, მას ათბობს, რაც დადებით გავლენას ახდენს სახსრების მკურნალობისას. აღნიშნული ეფექტი, ასევე სასარგებლოა ნევრალგიური პრობლემების, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი და გაციების დროსაც. და ბოლოს, ამ ფუმფულა ცხოველთან უბრალოდ ურთიერთობაც სასიამოვნო, რაც ასევე, დადებით გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. დადებითი შედეგი, ასევე აღინიშნება ნევროზის, დეპრესიის და ბავშვთა აუტიზმის მკურნალობაში. მკურნალობის გარდა, როგორც ამბობენ, კატებს მაგიური თვისებებიც გააჩნიათ: უძველესი დროიდან, ისინი სახლის წმინდა მფარველებად ითვლებიან. მათი მოქმედების ძალა, ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება, კატის ფერზეა დამოკიდებული. რაც უფრო მუქი ბეწვი აქვს მას, მით უფრო მეტ ნეგატივს შთანთქავს. თუ კატა უცნაურად იქცევა, აგრესიული ან დეპრესიულია, დიდია იმის ალბათობა, რომ ის პრობლემებისგან თქვენს დახსნას ცდილობს. რაც შეეხება ღია ფერის კატებს, რაც უფრო ღია ფერის არის თქვენი ფისო, მით უფრო მეტ სიკეთეს იზიდავს ის სახლში. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, კატები შთანთქავენ ნეგატიურ ენერგიას. ამდენი ნეგატივისგან ისინი ცუდად გახდებოდნენ, რომ არა მათი კიდევ ერთი თვისება: ისინი შთანთქმულ ენერგიას გადაამუშავებენ და უკან აბრუნებენ, მაგრამ პოზიტიური ენერგიის სახით. მაგ., თუ სამუშაოდან ნეგატიური ენერგიით გაჯერებული აურით დაბრუნდით, კატა მტვერსასრუტივით შეისრუტავს ამ ენერგიას, გაასუფთავებს თქვენს აურას და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* შინაური ცხოველები მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში* სოციალურ ქსელში გაზიარებული უცნაური აღმოჩენები* მარტივი წესი, რომელსაც ცხოვრების შეცვლა და შემსუბუქება შეუძლია* ფერიების და ელფების ნახვა დღესაც შეიძლება* S, M და L ზომის ერთი და იგივე სამოსი. 15 ფოტო, რომელიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ* ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ქალებზე ამბობენ – 9 მცდარი სტერეოტიპი* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე321 1-ს მოსწონს
|