საზოგადოებრივი "ქრისტე მოჩვენებით სასწაულებს ახდენდა...წმ, მარიამი ვერ იმშობიარებდა"-სინამდვილეში ვის და რის გამო დასაჯეს ჯორდანო ბრუნო? 2023, 17 თებერვალი, 12:05 17 თებერვალი დიდი იტალიელი ასტრონომის, ფილოსოფოსის და პოეტის ჯორდანო ბრუნოს გარდაცვალების დღეა, 1592 წელს კათოლიკური ეკლესიის მსახურებმა ბრალად დასდეს ერეტიკოსობა, 8 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, 1600 წელს იგი კოცონზე დაწვეს.
ალბათ, უმეტესობას გვახსოვს სკოლის სახელამძღვანელოდან თუ რატომ მოუწყვეს ინკვიზიცია ჯორდანო ბრუნოს, პასუხი ასეთია: ახალგაზრდა მეცნიერი კოცონზე დაწვეს იმიტომ, რომ ის კოპერნიკის მსგავსად ჰელიოცენტრული სისტემის მომხრე იყო, ანუ ის ამტკიცებდა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. სინამდვილეში, მისი სიკვდილით დასჯის მიზეზი სულ სხვა რამ გახდა. 1591 წელს ჯორდანო ბრუნომ ახალგაზრდა ვენეციელი არისტოკრატისგან – ჯოვანი მოჩენიგოსაგან(არა აგერიოთ ამავე სახელის და გვარის ვენეციელ დოჟში, რომელიც გაცილებით ადრე ცხოვრობდა) მიწვევა მიიღო, რათა მისთვის მეხსიერების ხელოვნება შეესწავლა.დიდმა მეცნიერმა, ვენეციელი არისტოკრატის მიწვევა მიიღო და იმავე წელს ვენეციაში გაემგზავრა თავდაპირველად მათი ურთიერთობა ნორმალურად ვითარდებოდა, თუმცა, მალევე ბრუნოსა და მოჩენიგოს შორის რიგი საკითხების გამო კონფლიქტი წარმოიშვა, ჯოვანი მოჩენიგომ, რომელიც საკმაოდ ბოღმიანი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა, ჯორდანოს სრული განადგურება დაისახა მიზნად და ჩანაფიქრი სრულიად აღასრულა კიდეც.1592 წლის 23 მაისს სწორედ მან გაუგზავნა "დამაბეზღებელი" წერილი კათოლიკურ ეკლესიას ინკვიზიციას მოთხოვნით.აი წერილის შინაარსი: "მე გახლავართ ჯოვანი მოჩენიგო, რომელსაც სინდისმა და საკუთარმა სულმა უკარნახა, რომ “წმინდა ინკვიზიციას” შევატყობინო ჯორდანო ფილიპო ბრუნოს მკრეხელური შეხედულების შესახებ.როცა ვსაუბრობდით მისსავე სახლში, იგი აღიარებდა სამყაროს უსასრულობის არსებობის თეორიას… ამბობდა, რომ თითქოს იესო ქრისტე მოჩვენებით სასწაულებს ახდენდა და ჯადოქარი იყო.გარდა ამისა, გამოთქვამდა აზრს, რომ იესო საკუთარი ნებით არ აღსრულებულა და რამდენადაც შეეძლო თავის გადარჩენას და სიკვდილისაგან გაქცევას ლამობდა.ჯორდანოსვე მოსაზრებით, ადამიანებს ჩადენილი ცოდვებისათვის პასუხი არ მოეთხოვებათ, რადგან ცოდვები ბუნებაში არ არსებობს, რომ სული ბუნებასთან არის შერწყმული და ერთის სულიერიდან მეორე სულიერში გადადის.იგი მიამბობდა თუ როგორი მონდომებით იღწვოდა ახალი სექტის ჩამოყალიბებისათვის, რომელსაც სახელად – “ახალ ფილოსოფიას” უწოდებდა.ჯორდანო ბრუნო მუდმივად მიმეორებდა, რომ წმ. მარიამი ვერ იმშობიარებდა, მონაზვნები სამყაროს შემარცხვენელები არიან და რომ ისინი ნამდვილი ვირები გახლავან.ასევე ჩვენ არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ გაგვაჩნია იმისა, რომ ჩვენს რწმენას რაიმე დამსახურება მიუძღვის ღვთის წინაშე." ამ წერილის შემდეგ, იმავე დღეს საღამოს ფილოსოფოსი დააპატიმრეს და ჩასვეს ვენეციის ინკვიზიციის ციხეში. 1592 წლის 25 და 26 მაისს მოჩენიგომ ბრუნოზე ახალი დაბეზღებები გააგზავნა. 17 სექტემბერს რომიდან მიიღეს მოთხოვნა ბრუნოს ექსტრადირების შესახებ . 1593 წლის 27 თებერვალს ბრუნო რომში გადაიყვანეს ვენეციის ციხეში თითქმის ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, მან შვიდი წელი გაატარა რომის ციხეებში, უარი თქვა შეცდომად ეღიარებინა თავისი ბუნებრივ-ფილოსოფიური და მეტაფიზიკური რწმენა. 1600 წლის 20 იანვარს პაპმა კლემენტ VIII-მ დაამტკიცა კრების გადაწყვეტილება და გადაწყვიტა ძმა ჯორდანო საერო ხელისუფლებისათვის გადაეცა. 9 თებერვალს ინკვიზიციურმა ტრიბუნალმა განაჩენში ბრუნო აღიარა როგორც „მოუნანიებელი, ჯიუტი და მტკიცე ერეტიკოსი“. 1600 წლის 17 თებერვალს ბრუნო რომში კამპიორე დე ფიორის მოედანზე კოცონზე დაწვეს. 363 2-ს მოსწონს
|