x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვხედავ დადის დიიდი წერტილით და ვიღაცეებს ეხება და რამე გამომრჩა ხო?"- ვისზე საუბრობს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი ხათუნა ხოფერიასა და ლალი მოროშკინას ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ფეისბუქპოსტებს პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"გარეთ გავედი ვხედავ ქუჩის ერთ მხარეზე ქსათუნა ქსოფერია კივის ყველა ქუჩაშიო და მეორე მხარეზე ლალი მოროშკინა დადის უკან დიიდი წერტილით და ვიღაცეებს ეხება და რამე გამომრჩა ხო?"- ვკითხულობთ ყოფილი პარლამენტარის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ სარიშვილის ზემოაღნიშნული სტატუსი პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიასა და პიარტექნოლოგის, ლალი მოროშკინას ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით გაზიარებულ ამ სტატუსებს მოჰყვა:



"მოგვიწევს ქუჩაში გასვლა!


ევროპარლამენტი სალომესგან შეწყალებას ითხოვს! ცალკე რეზოლუციით კი ბიძინას დასჯას! ჩვენი სახელით!" - დაწერა ხათუნა ხოფერიამ.


"ბიძინას შეეხებიან და შევეხებით. დიდი წერტილი. თან მაგრად". – ეს სტატუსი კი ლალი მოროშკინას ეკუთნის.


შეგახსენებთ, 15 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.


ევროპარალამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.








0
340
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
340