x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ფეხები არ მოჭამოთ თქვე დედა გიულის ფულებით ნაყიდო კორუმპირებულებო"-დათო ოქიტაშვილი
image

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ევროპარალმენტის რეზოლუციას ბიძინა ივანიშვილის შესახებ ეხმაურება და მათ კორუმპირებულებს უწოდებს, რომლებმაც გიული ალასანიასგან ქრთამი აიღეს.



"ფეხები არ მოჭამოთ(ბოდიში საზოგადოებასთან)თქვე დედა გიულის ფულებით ნაყიდო კორუმპირებულებო, თქვენ ეტყობა დაგავიწყდათ ქართველი ერის თავმოყვარეობა!!
არასდროს არავის დაკრულზე არ უცეკვია და არც ეხლა აპირებს თქვენს დაკრულზე ცეკვას.თქვე ქრთამისტო კრიმინალებო.
#ბიძინაივანიშვილი -წერს ოქიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტის რეზოლუცია ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს.


„[რეზოლუცია] კიდევ ერთხელ მოუწოდებს [ევროპული] საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა.

0
284
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0