კინო გარდაიცვალა 1970-იანი წლების ყველაზე სასურველი ქალი რეკელ უელჩი 16 თებერვალი, 11:19 ![]() მისი თქმით, უელჩი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1966 წელს გადაღებულ ფილმებით "ფანტასტიკური მოგზაურობა( Fantastic Voyage) და "მილიონი წლის წინათ ჩვენს ერამდე (One Million Years B.C.)ირმის ტყავის საცურაო კოსტუმმა მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა და ასობით ათასი მამაკაცის საოცნებო ქალად აქცია, მათ შორის იყო მხატვარი სალვადორ დალი, რომელმაც დახატა მსახიობის პორტრეტი. ![]() ![]() ![]() მსახიობის ხალვათმა ჩაცმულობამ გაახარა ყველაზე მაყურებელი, მაგრამ უელჩს არ სურდა სრულიად შიშველი ყოფილიყო. 1969 წელს, ვესტერნში, სახელად "ასი ვაზნა", რაკელმა მოახერხა საკუთარი სხეულის შენიღბვა პარტნიორ ჯიმ ბრაუნთან სასიყვარულო სცენაში, აქვე კონფლიქტი მოუვიდა რეჟისორთან, რომელმაც შესთავაზა მას მთლიანად გაშიშვლება ერთ-ერთ ეპიზოდში. კონსტანსია ბონასიეს როლისთვის ფილმში "სამი მუშკეტერი"(1973 წელი) უელჩი "ოქროს გლობუსით"დააჯილდოვეს როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიაში ან მიუზიკლში. ![]() 2000-იან წლებში 60/70-იანი წლების სექს-სიმბოლო იშვიათად ჩნდებოდა ფილმებში, ისიც ეპიზოდურ როლებში, უკანასკნელი აღმოჩნდა 2017 წლის აპრილში გამოსული ამერიკელი რეჟისორის კენ მარინოს ნამუშევარი "როგორ ვიყო ლათინური საყვარელი" ![]() 660 2-ს მოსწონს
|