x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137390
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511343
ჩეხმა ფეხბურთელმა საჯაროდ აღიარა, რომ გეია
image

ჩეხმა ვარსკვლავმა იაკუბ იანკტომ სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო ჩაწერა.სადაც აღიარა, რომ გეია და „აღარ სურს საკუთარი თავის დამალვა“.


იანკტო, რომელიც ლა ლიგის გუნდ "ხეტაფედან" არის და ამჟამად პრაღის "სპარტაში" თამაშობს, აღიარა, რომ ჰომოსექსუალია და ამტკიცებს, რომ გადაწყვეტა იცხოვროს "შიშის, წინააღმდეგოებების და ძალადობის გარეშე, მაგრამ სიყვარულით".


27 წლის მამაკაცმა განაცხადა: „გამარჯობა, მე ვარ იაკუბ იანკტო, რომლესაც როგორც ყველა დანარჩენს, მეც მაქვს ჩემი ძლიერი მხარეები, მაქვს სუსტი მხარეები, მყავს ოჯახი, მყავს მეგობრები."



„მე მაქვს სამუშაო, რომელსაც მრავალი წელია რაც შემიძლია, სერიოზულობით, პროფესიონალიზმითა და მონდომებით ვეკიდები. როგორც ყველას, მეც მინდა ვიცხოვრო თავისუფლლად, შიშის გარეშე, წინააღმდეგობების გარეშე, ძალადობის გარეშე - მაგრამ სიყვარულით.მე ჰომოსექსუალი ვარ და საკუთარი თავის დამალვა აღარ მსურს“.


როდესაც იანკტო ასრულებს თავის გამოსვლას, ვიდეოს ბოლოში ასეთი სლოგანი ჩნდება: „ეს არ არის გართობა. ამ ვიდეოს მიზანია სხვების წახალისება“.

image

"ხეტაფეს" ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მამაკაცებს შორის, რომლებმაც ბოლო წლებში აღიარეს ჰომოსექსუალობა.


ჯოშ კავალო, რომელიც თამაშობს ავსტრალიის "ადელაიდა იუნაიტედში", 2021 წელს გახდა მსოფლიოში ერთადერთი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელმაც აღიარა რომ გეია.


"ბლეკპულის" მოთამაშე ჯეიკ დენიელსი გახდა ერთადერთი აქტიური გეი მოთამაშე დიდ ბრიტანეთში, როდესაც მან გასულ წელს გადადგა ეს ნაბიჯი და აღიარა სექსუალური ორიენტაცია.იგი აქტიურად ებრძვის სპორტში გავრცელებულ ჰომოფობიას.


ზოგიერთმა მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ აღიარა, რომ ჰეომოსექსუალია, როგორიცაა "ასტონ ვილას" ყოფილი მოთამაშე თომას ჰიტცლშპერგერი და "ჰალ სიტის" ახალგაზრდული ვარსკვლავი თომას ბიტი.


იანკტო, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის(იგივე ლა ლიგის) პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც გეი არის.

0
135
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0