x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფოტო უნიკალური კონტექსტით

image


არსებობს ისეთი ისტორიული ფოტოები, რომლებიც უმრავლესობა განათლებული ადამიანისთვის ცნობილია. მათზე როგორც წესი, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებია ასახული, თუმცა ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში მასშტაბური მოვლენების გარდა, ასევე პატარა, არანაკლებ საინტერესო ამბებიც ხდებოდა, რომელთა შესახებაც სწორედ დღეს ვისაუბრებთ.


image


ამ ავტომობილი - ამფიბიის საჭესთან ამერიკის შეერთებული შტატების 36-ე პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი გახლავთ. გაგიკვირდებათ და, მისი საყვარელი გასართობი მგზავრების სახეზე შიშის დანახვა იყო, როცა ის ტბაში მანქანით დიდი სიჩქარით შედიოდა, ამ დროს ხომ არავინ იცოდა, რომ მას უბრალო ავტომობილი არ ჰყავდა.


image


ასეთი ბიუსტჰალტერები 40-50-იან წლებში მოდისმოყვარულ ქალბატონებს შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.



image


იაპონიაში "პიკის საათის" დროს მეტროს ვაგონში შესვლა 60 წლის წინაც კი, პრობლემური იყო. ადრე მეტროსადგურებს შორის სპეციალური დამხმარე ადამიანებიც კი არსებობდნენ, რომლებიც მგზავრებს ვაგონში შესვლაში ეხმარებოდნენ.



image


ამსტერდამის მხიარული ქუჩის ცეკვები - მთავარია, ფოტოგრაფმა ღილაკს თითი დროულად დააჭიროს და საინტერესო კადრი გადაიღოს, როგორც აი, ეს მაგალითად.


image


1964 წლის ადამსების ოჯახი - ამ მსახიობებმა თავიანთი თამაშით მაღალი სტანდარტები დაუწესეს ყველა იმ მსახიობს, რომლებიც ამ უცნაური ოჯახის წევრების თამაშს სამომავლოდ გადაწყვეტდნენ.



image



თანამედროვე ნავიგატორის პროტოტიპი - სამაჯურში რულონებად გადახვეულ ქაღალდის ბარათებს ათავსებდნენ და მარშრუტს შემდეგ ხელით ახვევდნენ.



image


გოგონებს სილამაზის გამო რა მსხვერპლზე აღარ უწევდათ წასვლა - სპეციალური მოწყობილობის გამოგონებამდე ისინი თმას ჩვეულებრივი უთოთი ისწორებდნენ.


image


ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვინც არ იცის რომ ლეონარდო დიკაპრიოს ბებია რუსი იყო, სანამ ის რუსეთიდან ემიგრაციაში წავიდოდა, მას ელენა სმირნოვას სახელით იცნობდნენ. მოგვიანებით მან სახელი შეიცვალა და ჰელენ ინდენბირკენი გახდა. ამ ფოტოს ნახვისას კი ყველა ეჭვი ერთიანად ქრება.


image


საზერლენდ მაკდონალდი ვიქტორიანულ ეპოქაში წარმოუდგენელ ტატუებს აკეთებდა. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ის სვირინგების კეთებამ გაიტაცა, შემდეგ კი მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ არასტანდარტულ ხელოვნებას მიუძღვნა.


image


ცხიმის მოსაშორებელი სპეციალურად მოწყობილობა, ასეთი ტრენაჟორები ნიუ-იორკის ფიტნეს - დარბაზში 1930 წელს იდგა.





0
370
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
370