x
image
დავითი ჩუთლაშვილი
15 ყველაზე უცნაური და საინტერესო ამბავი, რომელსაც წაიკითხავ, მაგრამ დაჯერება გაგიჭირდება
ცხოვრება ალბათ იმიტომაც გვგონია მეტისმეტად წარმტაცი, რომ ის ასეთი უცნაური და საინტერესოა. მაგრამ როცა ამ სტატიას ბოლომდე წაიკითხავ, ის კიდევ უფრო უცნაური და საინტერესო მოგეჩვენება. ამიტომ ნუ დაიზარებ, საკუთარ მეგობრებსაც გაუზიარო ის, რათა ისინიც შენსავით გაოცდნენ და აღიარონ, რომ ჭეშმარიტად სასწაულებრივ სამყაროში ვცხოვრობთ და ადამიანებს საოცრებების ჩადენა შეუძლიათ.


მამონტი


1. ჩინეთში სულ რაღაც 19 დღეში 57-სართულიანი ცათამბჯენი ააშენეს, რომელშიც 800 ბინა და 4000 ოფისია.


შედარებისთვის თბილისის მერიამ გოცირიძის მეტროსადგური თითქმის სამ წელიწადშიც კი ვერ ააშენა.



2. როცა 2009 წელს მაიკლ ჯეკსონი გარდაიცვალა, ძალიან ბევრი საიტი (მათ შორის “ტვიტერი” და “ვიკიპედია”) უბრალოდ გაიჭედა, რადგან უამრავ ადამიანს სურდა მისი სიკვდილის გარემოებების გაგება და სერვერებმა ამხელა დაწოლას ვერ გაუძლეს.


3. გასული საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების დიდი დეპრესიის პერიოდში ბანკირი პეტ მანრო ქალაქ ქვინსში თავის კლიენტებს ურჩევდა, კოკა-კოლას აქციები შეეძინათ, რადგან ბანკირის აზრით მათი კურსი გაიზრდებოდა. მართლაც, მომდევნო წლებში კოკა-კოლას აქციების კურსი იმდენად გაიზარდა, რომ პეტ მანროს აურაცხელი კლიენტი დროის უმოკლეს მონაკვეთში მილიონერი გახდა, ხოლო თავად ქალაქი ქვინსი ამერიკის უმდიდრეს ქალაქად გადაიქცა.


4. მხოლოდ ფრენჩაიზინგის შემოსავლებით “მაკდონალდსი” წლიურად 8, 7 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს, რაც მონღოლეთის მთლიან შიდა პროდუქტზე მეტია.


5. იაპონიაში თვითმკვლელობათა რაოდენობა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს 60 %-ით აჭარბებს.


ავარია


6. 1986 წელს ერთი რუსი პილოტი თავის კოლეგასთან დანაძლევდა, რომ მას თვითმფრინავის მიწაზე დასმა საფრენი ბილიკის დანახვის გარეშე, მხოლოდ საბორტე ინსტრუმენტების გამოყენებით შეეძლო. იმისათვის, რათა გაერკვიათ, ვინ იყო მართალი, პილოტებმა თვითმფრინავის ფანჯრებზე გაუმჭვირვალე მასალისგან დამზადებული ფარდები ააკრეს და საქმეს შეუდგნენ. ამ სრულიად გამაოგნებელი სიბრიყვის წყალობით თვითმფრინავის დაცემისას 94 მგზავრიდან 70 დაიღუპა. თავად ნაძლევის ინიციატორი პილოტი კი გადარჩა.


7. ეიფელის კოშკი 1889 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენისთვის ააგეს. გეგმის მიხედვით ის 20 წელიწადში უნდა დაეშალათ და ჯართში ჩაებარებინათ.


8. სოციოლოგიური კვლევის თანახმად გერმანელების 10 %-ს წარმოდგენა არ აქვს, შობას რატომ ზეიმობს და რა მოხდა ამ დღეს.


9. კატა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველია. კატების რაოდენობა აშშ-ში 88 მილიონს აღწევს, ხოლო ძაღლების - 74 მილიონს.


10. 2015 წლის Global Age Watch Index-ის თანახმად შვეიცარია, ნორვეგია და შვედეთი სამი საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში საიმისოდ, რათა დაბერდე. შედარებისთვის საქართველო ამ ინდექსში 29-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც კვიპროსი, არგენტინა და პოლონეთი არიან.


11. ჩინეთში ყოველწლიურად 4 მილიონამდე კატას კლავენ და ჭამენ.


12. ბეჰემოთებს წყლის ქვეშ ძილი შეუძლიათ. მათ დაბადებიდან მოსდგამთ რეფლექსი, რომელსაც ისინი ჰაერის ჩასაყლაპად წყლის ზედაპირზე ამოჰყავს, რის შემდეგაც ისევ ყვინთავენ. ბეჰემოთები ამას გამოღვიძების გარეშე ახერხებენ.


13. Facebook-ზე თითოეულ მომხმარებელს საშუალოდ 342 მეგობარი ჰყავს.


სექსი


14. 2003 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ფრანგებს მსოფლიოს ყველა ერზე უფრო ხშირად აქვთ სექსი.


15. მამონტის ბეწვი ზამთრობით ერთ მეტრზე უფრო გრძელი ხდებოდა.

0
778
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
778
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0