სხვა მოჩვენებების ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ იწვის 2023, 15 თებერვალი, 19:01 1749 წელს პენსილვანიაში პატარა ქალაქი ცენტრალია გამოისყიდეს ადგილობრივი მოსახლეობიდან 500 დოლარად, რადგან მომავალი ქალაქის მიმდებარე ტერიტორია ჭირდებოდათ გზის გასაყვანად. ქალაქის მესამედი შეიძინა რობერტ მორისმა, თუმცა ის გაკოტრდა და საბოლოოდ მიწა დარჩა ბანკს.
1830-იან წლებში რკინიგზის გაყვანის დროს, აღმოჩნდა რომ ქალაქი ფაქტიურად იდო ქვანახშირის მადანზე იდო და 1850იან წლებში გაჩაღდა თხრა და მუშაობა. ცენტრალია გადაიქცა მაღაროელთა ქალაქად და პირველ მსოფლიო ომში ერთ-ერთი მთავარი ქვანახშრის მიმწოდებელი იყო.
1960 იანი წლებისთვის ბევრი მაღარო უკვე დაცარიელებული იყო და ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა, ძველი მაღაროების კედლები და ჭერი სტაბილური არ იყო და ინგრეოდა, ხოლო გაუმაძღარი ხელმძღვანელობა კი აძალებდა მუშებს არასტაბილური ქანები ენგრიათ, რაც უამრავ დასახიჩრებულ და დაღუპულ მუშას ნიშნავდა.
საბოლოოდ, 1962 წელს მთავრობამ გადაწყვიტა მაღაოების დახურვა და ნაგავსაყრელების დაწვა, რაც არ აღმოჩნდა კარგი აზრი, რადგან ცეცხლი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ეგონათ, გვირაბებში კარგი ვენტილაციის გამო მაღაროები ალში გაეხვა რადგან ქვანახშირი ჯერ კიდევ ოხრად იყო, მთავრობა ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას მაგრამ უშედეგოდ, ცეცხლი გავრცელდა ჯერ კიდევ მოუპოვებელ მადანზეც.
ქალაქი მომწამვლელ ბოლში გაეხვა და რამდენიმე ათასი მოსახლიდან 7 დარჩა. ბოლო მოსახლის უძრავი ქონება დაინგრა 2007 წელს, ხოლო ყველა დარჩენილ მოსახლეს 218.000 დოლარი კომპენსაცია მისცეს. აქ დაბრუნება შეუძლებელია. ეს მიწა დღემდე იწვის და საკმაოდ საშიში სანახავია. ამ ქალაქის ისტორიის ინსპირაციით რამდენიმე საშინელებათა ფილმია გადაღებული, მათ შორის Silent Hill.
60 1-ს მოსწონს
|