x
image
ლურჯი თოლია
რა პოტენციური საფრთხეს შეიცავენ ანტიპერსპირანტები და დეოდორანტები?
რა განსხვავებაა ანტიპერსპირატსა და დეოდორანტს შორის?
ანტიპერსპირანტი ამცირებს გამოყოფილი ოფლის რაოდენობას, ხოლო დეოდორანტი - სუნს ანეიტრალბს.
image
ანტიპერსპირანტებიც და დეოდორანტებიც უმეტესად შეიცავენ სახიფათო ნივთიერებებს, ხოლო მათი კანთან, ჯირკვლებთან და მკერდთან უშუალო შემხებლობის გამო ხშირად აკავშირებენ ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა რეპროდუქციული სისტემის დაზიანება და ძუძუს კიბო.
განვიხილოთ 5 ძირითადი სახიფათო კომპონენტები, რომელსაც შევხვდებით დეოდორანტების და ანტიპერსიპრანტების შემადგენლობაში.
პარაბენები
პარაბენები გახლავთ ნივთიერებები, რომელსაც შეუძლია მიბაძოს ესტროგენებს და იმოქმედოს მკერდის ქსოვილებზე, რომლებიც შეიცავენ ესტროგენის რეცეპტორებს. თავის მხრივ, ესტროგენი ზრდის მაპროვოცირებელი ჰორმონია, რომელმაც, შესაძლოა, თავის მხრივ, სიმსივნური უჯრედების ზრდის ხელშემწყობი ეფექტი გამოავლინოს.
ალუმინი
ასევე ხშირი შემადგენელი კომპონენტი გახლავთ ალუმინი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გენების არასტაბილურობა მკერდის ქსოვილში, რომელიც თავის მხრივ, სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის. რაც ასევე საინტერესოა, მკერდის სიმსივნის 50% შემთხვევები, ზუსტად იღლიის მიდამოებიდან იწყება. ამ შემთხვევაშიც, ალუმინისა და სიმსივნის განვითარებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ცალსახაა არაა.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ დეოდორანტების და ანტიპერსპირანტის შემადგენლობას მათი შეძენისას, ესენია: ტრიცლოსანი (Triclosan), ფტალატის მჟავა (Phthalates), არომატიზატორები (Fragrance).
პროდუქტების ყიდვისას დააკვირდით შემადგენლობას და დარწმუნდით რომ პროდუქტი არის პარაბენებისგან, არომატიზატორებისგან და ალუმინისგან თავისუფალი (paraben-, fragrance-free). ასევე, დარწმუნდით რომ არ შეიცავს ფტალატის მჟავას.
0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0