x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
როგორ დასრულდა თეთრკანიანი ბიზნეს-ლედის და ველური აფრიკული ტომის წარმომადგენელის სიყვარულის ისტორია
image

სიყვარული ბრმაა-ეს უცვლელი ჭეშმარიტებაა. მაგრამ ხანდახან ისეთ უცნაურ ფორმებს იღებს, რომ ძნელად დაიჯერებ ასეთი გრძნობების ჭეშმარიტებას. მიუხედავად ამისა, ერთ არაჩვეულებრივ ისტორიას გაეცნობით და თავად განსაჯეთ.


შვეიცარიელი წარმატებულ და შეძლებული ქალბატონი მიხვდა, რომ თავი დაკარგა, როცა დაინახა შავკანიანი, მოხდენილი მეომარი, რომელიც ხისგან გამოკვეთილ ქანდაკებას ჰგავდა. მან მიატოვა ცივილიზაცია, ფული, ბიზნესი, ნათესავები, რათა დატკბარიყო აფრიკელი ველურის სიყვარულით. საბოლოოდ რა გამოვიდა ამ ამბიდან?


გოგონა 1986 წელს თავის საქმროსთან ერთად კენიაში წინა საქორწინო მოგზაურობაში წავიდა. მაგრამ როდესაც დაინახა ადგილობრივი ტომის, მასაის წარმომადგენელი, ლკეტინგ ლეპარმორიო, თავი დაკარგა.



კორინა ჰოფმანმა გააუქმა ნიშნობა, დატოვა წარმატებული ბიზნესი შვეიცარიაში და ახალი ცხოვრება დაიწყო ჯუნგლებში. და ეს არ იყო ადვილი ცივილიზაციას მიჩვეული ნაზი ქალისთვის: შეშის მოძიება და მოტანა, ცეცხლზე საჭმლის მომზადება, ტანსაცმლის რეცხვა (წყვილს ქალიშვილი შეეძინა) ყინულივით ცივ წყალში. მაგრამ, როგორც ამბობენ, ქალი მაშინაა ბედნიერი, როდესაც გვერდზე საყვარელი ადამიანი ჰყავს.

image

მაგრამ თუ კორინა მზად იყო ყოველდღიური სირთულეებისთვის, მალარიისა და ჰეპატიტისთვის მზად არ იყო, რომლისთავისაც მას სამედიცინო დახმარების გარეშე უნდა გაეძლო. ქალს გულწრფელად უყვარდა ლკეტინგი, მაგრამ არ ესმოდა ტომის ტრადიციები - ველური და ზოგჯერ სასტიკი. შვეიცარიელმა თავისი ბიზნესუნარების წყალობით მოახერხა ადგილობრივებთან კონტაქტის დამყარება, სასურსათო მაღაზიის გახსნა და ოჯახისთვის მანქანის ყიდვაც კი, რაც გაუგონარი ფუფუნება იყო.

image

თუმცა, დაუღალავად შრომობდა. ავადმყოფობის დროსაც კი, რის გამოც მაღალმა (კორინას სიმაღლე 180 სანტიმეტრია) ქალმა წონაში კრიტიკულ- 50 კილოგრამამდე დაიკლო. ამასთან ერთად მშობიარობამ გართულებებით ჩაიარა და ქალმა ზუსტად იცოდა, რომ შვილი აღარ ეყოლებოდა. მაგრამ ამ ფაქტმაც კი ვერ დაჩრდილა მისი ცხოვრება.


მაგრამ თუ კორინა მზად იყო შეეგუებოდა ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო სირთულეებს, მის ქმართან მიმართებეში სულ სხვა გვარად წარიმართა საქმე.ლკეტინგას ქცევებში ცვლილებები შეინიშნებოდა. ჯერ ლკეტინგამ შესთავაზა ქალს ეცხოვრა შვეიცარიაში და კენიაში მხოლოდ დროდადრო ჩასულიყო საყვარლის მოსანახულებლად და გასართობად. შემდეგ ამაყმა მასაის მეომარმა მეორე ცოლის ყოლის სურვილი გამოთქვა. თქვა, რომ ბევრი შვილი მინდაო, არა და ჯერ კიდევ მშობიარობის გართულებამდე, კორინამ გააფრთხილა, რომ ორზე მეტ შვილს არ გააჩენდა.


1989 წელს ქალიშვილ ნაპირაის გაჩენის შემდეგ თითქოს ყველაფერი დალაგდა. მაგრამ შემდეგ მამაკაცმა დაიწყო აშკარა ეჭვიანობა, ცოლს საყვარლების ყოლაში ადანაშაულებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კაცმა მოითხოვა გადაეკითხა ყველა წერილი, რომელსაც ცოლი დედას უგზავნიდა. ტექსტის სისწორეში ბოლომდე რომ დარწმუნებულიყო, ის მიდიოდა სხვასთან და სთხოვა ტექსტის ხელახლა წაკითხვას. მორიგი სკანდალის მოწყობის შემდეგ კორინა პატარა ნაპირაისთან ერთად გაემგზავრა შვეიცარიაში, რათა ბავშვი ბებიასთვის ეჩვენებინა. ამის შემდეგ ის აღარც დაბრუნებულა ჯუნგლებში.


ქალმა სამსახური იშოვა, ბინაც იქირავა და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ კენიელი ქმარი დიდხანს არ ასვენებდა მას.

image

კორინს მიმოწერა ჰქონდა დედამთილთან და მაზლთან, რომლებმაც მის წასვლას მხარი დაუჭირეს. საბოლოოდ, მან გამოსამშვიდობებელი წერილი გაუგზავნა მეომარს, გადასცა მაღაზია, მანქანა და ახალი ცოლის მოძებნაზეც თანხმობა მისცა. თუმცა, მასაის ტომის ახლადგამოცხვარ მეწარმეს ფერმკრთალი ცოლის გარეშე, ბიზნესი სწრაფად ჩაუვარდა და მანქანაც დაეწვა.


მამაკაცმა ვალების დაფარვის მიზნით ყოფილს ფინანსური დახმარებაც კი სთხოვა. შედეგად, კორინა განქორწინდა ევროპული კანონების შესაბამისად, თუმცა კენიაში ის კვლავ "ითვლებოდა" ლკეტინგის ცოლად.

image

1998 წელს გამოიცა წიგნი „თეთრი მასაი“, რომელიც ქალმა პირადი გამოცდილებისა და განცდების საფუძველზე დაწერა და მყისიერად გახდა ბესტსელერი, თარგმნილი ათეულ ენაზე. მოგვიანებით(2005 წელს) წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღეს.

imageკადრი ფილმიდან


კორინი ხელმეორედ გათხოვდა, საზოგადოებისგან განმარტოვებული ცხოვრებს, უყვარს ტურიზმი და მხატვრობა.


imageფოტოზე: კორინი და უკვე ზრდასრული ნაპირაი

2
2213
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2213
  
2023, 24 თებერვალი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2