x
image
დავითი ჩუთლაშვილი
30 წელიწადში ადამიანები სხეულების დატოვებას და საკუთარი ფიქრების “ქლაუდზე” ატვირთვას შეძლებენ?

ალბათ ყველას გაქვთ ნანახი Black Mirror-ის სერია, რომელიც ვირტუალურ ქალაქ სან ჯუნიპეროში ვითარდება, სადაც გარდაცვლილი ადამიანების ქლაუდ-ანარეკლები სახლობენ. ეს სერია დიდწილად შიშისმომგვრელი და ძალიან სევდიანია, მაგრამ როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, სწორედ ეს დაუჯერებელი, ნაწილობრივ შიშისმომგვრელი და შოკისმომგვრელი პერსპექტივა მომდევნო ათწლეულებში შესაძლოა რეალობად იქცეს. როგორც მომავლის მკვლევარები წინასწარმეტყველებენ, ადამიანი მალე უკვდავი გახდება და ცხოვრებას რობოტი სხეულის შიგნით გააგრძელებს.


დიქტორ იან პირსონის მტკიცებით ჩვენი ცივილიზაცია შესაძლოა იმ დონემდე განვითარდეს, რომ ჩვენი ფიქრები კომპიუტერზე გადავიტანოთ, ხოლო შემდეგ დავაკვირდეთ, თუ როგორ კრძალავენ ჩვენს ბიოლოგიურ სხეულს.


კიბორგიზაციას დადებითი მხარეები აქვს, რადგან მისი მეშვეობით კიდურების უკეთ გამოყენებას შევძლებთ. თანამედროვე პროთეზების მეშვეობით კი ტემპერატურის, წნევის და იმ მასალის შეგრძნებაც კი შეგვიძლია, რისგანაც ესა თუ ის ობიექტია დამზადებული.


დღეს უკვე შეგვიძლია ახალი ფეხების მიღება, რითაც ინვალიდობის პრობლემა პრაქტიკულად გვარდება. გარდა ამისა, შეგვიძლია ტვინში იმპლანტების ჩამაგრება, რითაც ჩვენი მეხსიერების და ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ახალი უნარ-ჩვევების შეძენას ვახერხებთ.



იან პირსონის აზრით ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მისი მტკიცებით, მომავლის ტექნოლოგიები ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, უკვდავება მოვიპოვოთ საკუთარი “მე”-ს ქლაუდზე გადატანის გზით, როგორც ეს Black Mirror-ის ცნობილ სერიაში ხდება. ამის შემდეგ ადამიანი უსასრულოდ გააგრძელებს ცხოვრებას და მისი “ჩასახლება” ნებისმიერი კიბორგის სხეულში თავისუფლად გახდება შესაძლებელი.


მომავლის მკვლევარს სწამს, რომ ჩვენ ამას უკვე 2050 წლისთვის შევძლებთ, თუმცა საწყის ეტაპზე სრული კიბორგიზაცია მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.


მაგრამ დაიკლებს რა შესაბამის ტექნოლოგიებზე ფასები, ვირტუალური უკვდავება მომდევნო წლებში სულ უფრო ფართო ფენებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა დიდხანს ის მაინც იმდენად ძვირი ეღირება, რომ მისით სარგებლობას დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტი შეძლებს.


კიბორგი

0
277
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0