x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ნორვეგიაში ცნობილი "ტროლის ფალოსი" აღდგენილია, ტურისტების მარშუტი ისევ მწყობრშია
image
მსოფლიოში ძალიან ბევრი ხალხის კულტურაში მიღებული იყო ფალოსის სკულპტურისადმი თაყვანისცემა, საუკუნეების მანძილზე ადამიანები პატივს მიაგებდნენ მამაკაცის ანატომიის ნაწილს.


ძალიან ბევრ ქვეყანაშია დღემდე მოღწეული ფალოსის ძეგლები და ქანდაკებები, მათ შორისა ძალიან ცნობილი "ტროლლიკკენი" ანუ "ტროლის ფალოსის" სახელით ცნობილი უზარმაზარი ქვების გროვაში ერეგირებული ფალოსის მსგავსი ქვა.


ქანდაკების სიმაღლე 12 მეტრზე მეტია, ნორვეგიელი და არა მარტო ნორვეგიელი მეცნიერების თქმით ის ბუნების შემოქმედების ნაყოფი ნამდვილად არაა, არამედ შქმნილია ადამიანების ხელით.


"ტროლის ფალოსი" ათასობით ტურისტს იზიდავდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მაგრამ ვანდალებს დედამიწაზე რა გამოლევს. 2017 წლის ივნისში დამთვალიერებლებმა აღმოაჩინეს, რომ კლდიდან ფალოსი მოხერხილი იყო, ადგილზე მისულ სპეციალისტებს არცთუ სასიამოვნო სანახაობა დახვდა ადგილზე, ვანდალებს ფალოსი თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მოეხერხათ და გაურკვეველი მიმართულებით წაეღოთ. პოლიციის ჩარევის მიუხედავად ვერც ვანდალები და ვერც მოხერხილი ქვის ნაწილი ვერ იპოვეს.



ვერც მოტივი იქნა დადგენილი თუ რატომ ან რა მიზნით იქნა ქვა ძირითადი კლდიდან მოხერხილი.


უზარმაზარი ქვის გადახერხვას და წაღებას საქმეში ჩაუხედავი ვანდალები ვერ მოახერხებდნენ-ასეთი დასკვნა გამოიტანა პოლიციამ და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა.


თუმცა ნორვეგიელების საქებრად უნდა ითქვას, რომ მათ დაიწყეს ფულადი შსაწირავის შგროვება ძეგლის აღსადგენად. საკმაოდ მოკლე ვადაში იმდენი თანხა შეგროვდა, რომ სპეციალისტებმა მოხერხილი ქვის ნაწილის სრულად აღდგენა შესძლეს ზუსტად პირვანდელი სახით.



გვიანი გაზაფხულიდან მთელი ზაფხული ძეგლს დამთვალიერებლები არ მოაკლდება, ძეგლი ჩართულია დაცული ტერიტორიის ზონაში და მას უკვე 24 საათიან რეჟიმში იცავენ.
image

+16


0
133
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
133