ტექნიკური "ჩვენ მას ვუწოდებთ ობიექტებს და არა საჰაერო ბურთებს"-პენტაგონი არ გამორიცხავს,რომ საქმე ჰქონდეთ უცხოპლანეტელებთან 2023, 13 თებერვალი, 15:39
პენტაგონი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დღეებში ციდან ჩამოგდებული ამოუცნობი ობიექტები უცხოპლანეტელებთან იყოს დაკავშირებული.წერს Daily mail-ი.
კვირას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ჰურონის ტბაზე „აუცნობი ობიექტი“ ჩამოაგდო. ეს იყო მესამე ასეთი ობიექტი სამი დღის განმავლობაში აშშ-ს საჰაერო სივრცეში, რაზეც პენტაგონის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მშვიდობიან პერიოდში არასდროს ყოფილა მსგავი პრეცედენტი. აშშ-ს საჰაერო ძალების გენერალმა გლენ ვანჰერკმა განაცხადა, რომ სადაზვერვო სამსახურები განიხილავენ ყველა ვარიანტს, მათ შორის მოსაზრებას, რომ ამ დღეებში ჩამოგდებული სამი ობიექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს უცხოპლანეტელებთან. ” დაზვერვას და კონტრდაზვერვის უფლებას ვაძლევ მოაგვარონ ეს საქმე. მე არაფერს გამოვრიცხე“, - განაცხადა ვანჰერკმა. ”ამ ეტაპზე, ჩვენ ვაგრძელებთ ყველა უცნობი საფრთხის ან პოტენციური საფრთხის შეფასებას, რომელიც მიუახლოვდება ჩრდილოეთ ამერიკას, რათა მოხდეს მისი იდენტიფიცირება.” ობიექტი, რომელიც კვირას აღმოაჩინეს, თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო "რვაკუთხა სტრუქტურა" მასზე დამაგრებული "პოტენციური სათვალთვალო შესაძლებლობებით" . გამანადგურებელმა F-16 ის დაახლოებით 20, 000 ფუტიდან სიმაღლიდან ჩამოაგდო დიდი ტბების თავზე დილის 2:42 საათზე - მას შემდეგ, რაც პარასკევს და შაბათს ალასკასა და კანადაში ორი სხვა ობიექტი გაანადგურეს. ჩინური საჰაერო ბურთი პირველი იყო, რომელიც 4 თებერვალს ჩამოაგდეს სამხრეთ კაროლინას თავზე, იმ დროიდან მოყოლებული აშშ-ის საჰაერო ძალებმა ოთხი ობიექტი ჩამოაგდეს სულ რაღაც რვა დღეში. ვანჰერკმა განაცხადა, რომ ჩინური ჯაშუშური ბურთისგან განსხვავებით, შაბათ-კვირას ჩამოგდებული სამივე უცხო ობიექტები ერთნაირი ზომისა და სიჩქარის იყო. ამერიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ ტვიტერზე დაწერა: „ბოლო 72 საათმა აჩვენა საზოგადოებას, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში... დაუდგენელი თვითმფრინავები, რომლებიც რეგულარულად მოქმედებენ აშშ-ს შეზღუდულ საჰაერო სივრცეში.ამიტომაც ვითხოვდი დაჟინებით, ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და შევქმენი ორი წლის წინ მუდმივი UAP სამუშაო ჯგუფი " 195 2-ს მოსწონს
|