სხვა 10 ფოტო საინტერესო ისტორიული შინაარსით, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ 2023, 13 თებერვალი, 12:41 ზოგი ადამიანი ფიქრობს რომ კარგად იცის ისტორია. ასეთ დასკვნებს კი იმიტომ აკეთებს რომ სკოლაში ამ საგანში ხუთებს იღებდა, ზოგი ოლიმპიადებში მონაწილეობდა და შესაძლოა ბევრ წიგნსაც კი კითხულობდა, თუმცა ისტორია ისეთი ღრმა მეცნიერებაა რომ მის შესწავლაში მთელი ცხოვრებაც რომ გაატაროთ თეთრი ლაქები მაინც დარჩება. გთავაზობთ ისინი იმ ისტორიული ფოტოებით შეავსოთ, რომლებიც ისტორიის წიგნებში არასოდეს მოხვდება.ერთი შეხედვით, ამ ფოტოზე განსაკუთრებული არც არაფერი ხდება - უბრალოდ ქარხნის მუშები საათის ციფერბლატზე ციფრებს ხატავენ, ყველაფერი არც ისეთი საგანგაშო იქნებოდა რომ არა ერთი დეტალი, ქარხნის თანამშრომლები საღებავის ნაცვლად რადიუმს იყენებენ, რათა ციფრები სიბნელეში განათებულიყო. ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ რომ ხელმძღვანელობამ ისინი ნივთიერების უსაფრთხოებაში დაარწმუნა, რის გამოც ისინი ყოველგვარი თავდაცვის გარეშე მუშაობდნენ. გარდა ამისა, გოგონები ფუნჯებს პირით ასველებდნენ რათა წვერი კიდევ უფრო დაეთხელებინათ, და რადიოაქტიური ნივთიერებით ფრჩხილებსაც კი იღებავდნენ. მოგვიანებით მუშების უმეტესობა სიმსივნით გარდაიცვალა.პირის პარსვის რობოტი - საკმაოდ საშიშ მოწყობილობას წარმოადგენდა. ერთი უყურადღებო მოძრაობა, და კანის გაჭრა გარანტირებული გქონდათ.1976 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ავსტრიაში ტარდებოდა. გერმანელმა სპორტსმენებმა მაშინ თავიანთი ახალი ჩაფხუტებით ყველა გაამხიარულეს – აი, მართლაც ძალიან სასაცილო ფორმა ჰქონდათ.არაფერი უჩვეულო - ირანის შაჰის ელიტარული მებრძოლები ლეოპარდის ტყავებში გამოწყობილი, 60-იანი წლები.საოცარია, რომ ტანსაცმელი გათბობის სისტემით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოიგონეს, გაყიდვაში კი ის სულ ახლახანს გამოჩნდა, და ჯერ კიდევ არც იმდენად გავრცელებულია.იცნობთ ამ პერსონაჟს? ეს ხომ ლეგენდარული R2D2-ია "ვარსკვლავური ომებიდან".მომხიბვლელი ვიკი დუგანი - გოგონა ცნობილი მოდელი და მამაკაცების ჟურნალების ვარსკვლავი გახლდათ. სწორედ ის იქცა ფილმიდან "ვის უნდოდა კურდღელი როჯერის დაღუპვა" მშვენიერი ლამაზმანის პროტოტიპად.მოზარდთა სილამაზის კონკურსის "მის თინეიჯერი ამერიკა - 1972"-ის მონაწილეთა ემოციები.შეგიმჩნევიათ გზებზე მანქანები მანათობელი საბურავებით? არა? 1961 წელს "Goodyear-"მა ბაზარზე ასეთი საბურავები წარმოადგინა - საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა, რას იტყვით?და მაინც შევთანხმდეთ რომ წარსულში ბევრად უფრო საინტერესო კონცეფციის რეკლამებს იღებდნენ. აი, ეს მაგალითად. აქ ყველაფერი ერთნაირად მშვენიერია - როგორც მანქანა, ასევე მოდელი გოგონაც, და თან არავითარი გარყვნილება და ვულგარულობა.1725 შეფასება არ არის |