საზოგადოება
საქართველოს ბედი ხვალ წყდება - უნდა ავისრულოთ ,,ქართული ოცნება"
2012, 30 სექტემბერი, 10:50
ხვალ პირველი ოქტომბერია, დღე რომელსაც ასე ველოდებით და დღე რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ქართველებო, ხვალ ყველა უნდა დავირაზმოთ და ჩვენი ქვეყნის მომავალი ავირჩიოთ. ყოველი ჩვენთაგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და არავის არ უნდა მივცეთ უფლება, ჩვენთვის განკუთვნილ ბიულეტინში თავისი ბინზური ხელებით ის ნომერი შემოხაზოს, რომელის მას სურს.
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი ერთი ხმით ვერაფერს ვერ შეცვლით და როგორმე თქვენი მონაწილეობის გარეშეც ჩაივლის არჩევნები, გარწმუნებთ თქვენ უკვე მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს ნგრევასა და ადამიანის უფლებების შელახვაში.
სწორედ ამ დრომდე, ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი საქართველო ბრძოლით და საკუთარი სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს, ხვალ ჩვენი საბრძოლო იარაღი ის კალამია რომლითაც სწორი არჩევანი უნდა დავაფიქსიროთ, რომ დაბეჩავებული საქართველო აღმშენებლობის გზაზე დადგეს და ყველა ქართველს აუსრულდეს ნამდვილი “ქართული ოცნება"!