ფოტოგრაფია
ამერიკული ფოტოგრაფიის ლეგენდის ჰარი ვინოგრანდას თვალით დანახული მშვენიერი ქალბატონები
2023, 11 თებერვალი, 17:57
![ამერიკული ფოტოგრაფიის ლეგენდის ჰარი
ვინოგრანდას თვალით დანახული
მშვენიერი ქალბატონები image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202302/2023021116355586669.jpg)
ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი, ქუჩის და დოკუმენტური ფოტოგრაფიის ჟანრის კლასიკოსი - ჰარი ვინოგრანდა დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ მე-20 საუკუნის ფოტოგრაფიის კლასიკოსი, ფოტოგრაფიით გატაცებული უამრავი ადამიანისთვის ის უბრალოდ - გურუა. ხელოვანი ისეთი პედაგოგების რიცხვს განეკუთნებოდა, რომლებიც არასოდეს ცდილობდნენ ვინმესთვის რაიმეს სწავლას, თუმცა მათგან ცოდნის მიღებაზე ყველა ოცნებობდა.
ისეთი გიგანტური მემკვიდრეობა არცერთ სხვა ფოტოგრაფს არ დაუტოვებია როგორც მას. ფოტოგრაფიის ამ ბრწყინვალე ოსტატის დაახლოებით 300 000 გამოუქვეყნებელი ფოტო დღეს პროფესიონალთა და მოყვარულთა ყურადღებას იპყრობს.
ჰარი ნიუ-იორკში, რუსეთიდან ემიგრირებულთა ოჯახში 1928 წელს დაიბადა, ბუჭუნა ადრეული ასაკიდან ხატვით იყო გატაცებული. მომავალი ფოტოგრაფი 1949 წელს ხელოვნების კოლეჯში ფერწერის განყოფილებაზე სწავლობდა, როდესაც კოლუმბიის უნივერსიტეტის ფოტო ლაბორატორიაში შემთხვევითი ვიზიტისას მის ცხოვრებაში ფოტოხელოვნება სამუდამოდ შეიჭრა. სწორედ მაშინ მიხვდა ცნობილი შედევრების ავტორი რომ მისი მთავარი მოწოდება სწორედ ფოტოგრაფობა იყო.
ამ "ჯადოსნური" ადგილის მონახულებიდან ნახევარი თვის შემდეგ ის უკვე ცნობილი ალექსეი ბროდოვიჩის ორგანიზებით მოწყობილი ფოტოგრაფების კურსებზე დამსწრეებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ყურადღებიან მსმენელად ითვლებოდა.
1955 წელს, ახალგაზრდა ფოტოგრაფის ნიჭი ყურადღების მიღმა არავის დარჩენია - ხელოვანის მშობლიური ქალაქის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მისი ორი ნამუშევარი შეიძინა, რისთვისაც ჰარიმ თავისი პირველი მატერიალური ანაზღაურებაც მიიღო. მასზე, როგორც თავისი ხელობის დიდ ოსტატზე სწორედ 1967 წელს ალაპარაკდნენ, როდესაც მისი ნამუშევრები "დიდი ვაშლის" თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მთავარ გამოფენაზე გამოიფინა.
ფოტოგრაფისთვის ფოტოს გადაღებისას ყველაზე დიდი ღირებულება ყოველდღიური ცხოვრებიდან ნაცრისფერის ამოგლეჯა და ფირზე ცოცხალი ემოციებისა და ღრმა გრძნობების გულწრფელი აღბეჭდვა იყო, რომელსაც ის გასული საუკუნის 60-70-იან წლების თანამემამულეებში ამჩნევდა.
![ამერიკული ფოტოგრაფიის ლეგენდის ჰარი
ვინოგრანდას თვალით დანახული
მშვენიერი ქალბატონები image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202302/2023021117055386669.jpg)
ყოველდღე, საყვარელი "ლეიკათი" შეიარაღებული ქალაქის ქუჩებში ის დიდ დროს ატარებდა - სხვა ბრენდის ფოტოკამერებს ის როგორც წესი, არ სცნობდა.
მას არ შეეძლო ქალისთვის გვერდით ისე ჩაევლო ფოტო არ გადაეღო... ის ჩახუთულ სტუდიებს არ სწყალობდა, ამიტომ იმ მომენტს აღმერთებდა, როდესაც ქუჩაში მოულოდნელად ისეთ ქალს გადაეყრებოდა, რომლის მიმზიდველობაც მისი მიმართულებით კამერის ობიექტივის მიმართვას აიძულებდა.
![ამერიკული ფოტოგრაფიის ლეგენდის ჰარი
ვინოგრანდას თვალით დანახული
მშვენიერი ქალბატონები image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202302/2023021117124186669.jpg)
ჰარი გულწრფელად აღიარებდა რომ ეს მისი ნების დაუკითხავად ხდებოდა... მიხედავად მისი კადრების უმეტესობაზე კომპოზიციის წესების დარღვევისა, მის ფოტოებზე ქალები მართლაც რომ საოცრად ლამაზები და მომხიბვლელები არიან, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ დრო ხელოვნურ ლამაზმანებად "გადაქცევისთვის"...
![ამერიკული ფოტოგრაფიის ლეგენდის ჰარი
ვინოგრანდას თვალით დანახული
მშვენიერი ქალბატონები image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202302/2023021117140186669.jpg)
ხელოვანმა წარმოუდგენლად ბევრი საოცრად ლამაზი კადრი გადაიღო, რომელსაც არც კი სურდა ფოტოს ესთეტიკის შესახებ რაიმეს გაგება. მისი ნამუშევრების თვალიერებისას, ხანდახან გეჩვენება, რომ მან თითქოს რაღაც ძალიან იდუმალი საიდუმლო იცოდა, რომლის წყალობითაც ნებისმიერ დამთვალიერებელს მის მიერ ფირზე დაფიქსირებული ობიექტები მისივე თვალით დანახვას "აიძულებდა".