საზოგადოება 6 საუკეთესო ქართული ფილმი, რომლებიც ყველას ნანახი უნდა ჰქონდეს 2023, 11 თებერვალი, 14:11
იხილეთ 6 საუკეთესო ქართული ფილმი, რომელიც მაყურებლისათვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა:
1.უძინართა მზერეჟისორ თეიმურაზ ბაბლუანის 1992 წლის დრამა. როლებს ასრულებენ - ელგუჯა ბურდული (გელა), დავით კაზიშვილი (დათო), ლია ბაბლუანი (დედა), ეკა საათაშვილი (აგნესა), გივი სიხარულიძე (ვანიჩკა), ლევან ფილფანი, ფლორა შედანია (თამარ კლდიაშვილი), იოსებ ჯაჭვლიანი, ლიკა ქავჟარაძე, თეიმურაზ კვანტალიანი, მამუკა კიკალეიშვილი და სხვები.ფილმს იღებდნენ რამდენიმე წლის მანძილზე - 1985-1992 წლებში. ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა სცენების შეცვლა და დამატებითი კადრების გადაღება. ნამუშევარი ითარგმნა რამდენიმე ენაზე - როგორც გახმოვანებით, ასევე სუბტიტრების საშუალებით (ინგლისური და გერმანული ენები). ფრაზები ფილმიდან დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ისევე როგორც მელოდია (რიმდარირო), რომელსაც ელგუჯა ბურდულის გმირი ღიღინებს. ფილმში ხშირად ჟღერს უცენზურო ლექსიკა. 2.ნატვრის ხე თენგიზ აბულაძის 1976 წელს შექმნილი მხატვრული ტრილოგიის მეორე ფილმი გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით. ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს. ადათის თანახმად, მოღალატე ცოლს საქვეყნოდ დასჯიან. უდანაშაულოდ ისჯება მშვენიერება, ბოროტი სძლევს კეთილს. თუმცა სოფელში მეამბოხეებიც არიან, რომლებიც უზნეობას არასდროს შეურიგდებიან. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი „ნატვრის თვალს“ დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს. 3.მონანიებათენგიზ აბულაძის ფილმი, ტრილოგიის ბოლო ნაწილი. გადაღებულ იქნა 1984 წელს. მიღებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“; პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყველა 1987; იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის, 1988). ტრილოგიისათვის აბულაძეს 1988 წელს ლენინური პრემია მიანიჭა. 4.კუკარაჩა1982 წლის ფილმი. რეჟისორები — სიკო და ქეთი დოლიძეები. გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. 5.შერეკილები ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1973 წელს. საკავშირო კინოგაქირავებაში გავიდა ერთი წლის შემდეგ. ფილმი გაჯერებულია იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა მალევე აიტაცა. ფილმის სცენარი ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს, რეჟისურა კი - ელდარ შენგელაიას. 6.მე, ბებია, ილიკო და ილარიონი რეჟისორ თენგიზ აბულაძის 1962 წლის ფილმი. გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ობოლი სოფლელი ბიჭი ზურიკელა ოლღა ბებიის და მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში იზრდება. ილიკო და ილარიონი იუმორით სავსე ადამიანები არიან, ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ და ამავე დროს სულ კამათობენ. ზურიკელას უყვარდება თანაკლასელი გოგონა მერი, წერს პირველ ლექსს, აბარებს მისაღებ გამოცდებს. იგი უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა, სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში. 146 1-ს მოსწონს 2-ს არა
|