საქართველო "ყველა კაცს ეპრანჭება, მაგრამ საკუთარი მეუღლის ერთგულებას ინარჩუნებს"- ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი 2023, 10 თებერვალი, 18:37 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მმართველის გუნდის გზავნილებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცახდებას "ტვ პირველის" ეთერში ეხმაურება და მის ქცევას იმ ქალს ადარებს, რომელიც ყველა კაცს ეპრანჭება, თუმცა მაინც საკუთარი მეუღლის ერთგული რჩება:"ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა ძალიან პირობითია. ის რომ თავს უფლებას აძლევს განცხადებები აკეთოს, გარკვეულწილად ისეთი, რაც ჩვენ მოგვწონს, არ მგონია, ამას დიდი შეთანხმება სჭირდებოდეს. ქმედებებში ის ხელისუფლების ერთგული რჩება.ერთხელ ასეთი შედარება მოვიყვანე, რაზეც ძალიან გამკიცხეს ფემინისტებმა. არ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ჩავიდინე. ის იმ ქალს ჰგავს, რომელიც ყველა კაცს ეპრანჭება, მაგრამ საკუთარი მეუღლის ერთგულებას ინარჩუნებს. დაახლოებით ასე იქცევა სალომე ზურაბიშვილი.ის ხელისუფლების ერთგულია, ქმედებებში ის არასოდეს არ შედის კონფრონტაციაში და არც არის მოლოდინი, რომ როდისმე შევიდეს კონფრონტაციაში ხელისუფლებასთან, მაგრამ ეპრანჭება დასავლეთს, ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას" - განაცახადა "ტვ პირველის" ეთერში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან:"სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.1286 შეფასება არ არის |