სხვა კანონიერი საყვარელი ვიკინგებში და კლეოპატრას უჩვეულო გატაცება: 9 უცნაური ისტორიული ფაქტი 2023, 10 თებერვალი, 17:55 ბევრს თანამედროვე სამყარო წარსულთან შედარებით გაცილებით უფრო საინტერესოდ ეჩვენება, ვინაიდან ვერც კი წარმოუდგენია რა განსაკუთრებული მოვლენები ხდებოდა მაშინ, როცა არც ტელევიზია და მით უმეტესს, არც ინტერნეტი არ იყო, ყველა მკაცრ წესებს იცავდა და შავ-თეთრ ფერებში ცხოვრობდა, თუმცა წარსულის ეპოქის ადამიანებს გააჩნდთ ის, რითიც თითოეული ჩვენგანის გაოცება დღესაც კი შეიძლება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე გასაოცარ და არასტანდარტულ ისტორიულ ფაქტებს, რომლებზეც იშვიათად საუბრობენ, თუმცა ყველა მათგანი - სიმართლეა. მიდი და კიდევ დაიჯერეთ რომ ადრე ცხოვრება მოსაწყენი იყო.ვიქტორიანულ ეპოქაში ქალის ჯანმრთელობა მისი განათლების დონით განისაზღვრებოდავიქტორიანულ ეპოქაში ქალის ჯანმრთელობის შეფასება მისი განათლების დონით იყო შესაძლებელი - რაც უფრო განათლებული იყავით, მით უფრო უარესი თქვენთვის. მე-19 საუკუნეში არსებობდა მოსაზრება რომ კითხვა გაგიჟებას იწვევდა, უნარების განვითარებაზე ჩაციკვლა კი ორგანიზმს ღლიდა.მე-19 საუკუნეში "შეურაცხმყოფელ ვალენტინებს" გზავნიდნენადრე ვალენტინობის დღეს ადამიანები ერთმანეთს არა მხოლოდ სასიყვარულო გზავნილებს, არამედ შეურაცხმყოფელ შეტყობინებებსაც (ხუმრობით ან საკმაოდ სერიოზულად) კი უგზავნიდნენ. მიმღები შეიძლება გამაღიზინებელი მეზობელი, უფროსი ან დიდი ხნის მტერი ყოფილიყო.ვიკინგებს სახლში საყვარლის მიყვანა შეეძლოთვიკინგის ცოლს შეეძლო მეუღლისგან მისი უწმინდურობის გამო განქორწინებაც კი მოეთხოვა, თუმცა მისი საყვარლის წინააღმდეგ ის პროტესტის გამოხატვას ვერ ბედავდა, თუ კაცს სურდა საყვარლის სახლში მიყვანა, ესე იგი ასე იყო საჭირო. მთავარ დიასახლისად მაინც პირველი ცოლი რჩებოდა."Victoria's Secret"-ის მაღაზია მამაკაცებისთვის იქნა გახსნილიერთხელ როი რეიმონდმა (კომპანიის დამფუძნებელი) მეუღლისთვის თეთრეულის ყიდვა გადაწყვიტა, თუმცა მისი დახმარება ვერავინ შეძლო: მაღაზიებში გამყიდველები მიჩვეულები იყვნენ მხოლოდ ქალი მყიდველების მომსახურებას, თან იმ დროს არც ასორტიმენტი იყო დიდი, როის ქალის თეთრეულის მაღაზიების გახსნის იდეა გაუჩნდა, სადაც ლამაზი ნივთების შეძენა კომფორტული ასევე ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვისაც იქნებოდა. რეიმონდის ჩანაფიქრი რეალობად იქცა და 1977 წელს "Victoria's Secret"-ის პირველი მაღაზიაც გაიხსნა.იოგა თავიდან ქალებისთვის არ იყოიოგას მიმდევრები თავდაპირველად ბრაჰმენები (ქურუმი და ინტელექტუალი მამაკაცები) იყვნენ. მათთვის ეს ვარჯიშები ერთგვარი რიტუალი, მედიტაცია იყო. მრავალი წლის შემდეგ, იოგა - როგორც ფიტნესის მიმართულება - პოპულარული უკვე ქალებშიც გახდა.ბალერინებს გამუდმებით უთვალთვალებდნენბალეტის სკოლები ახალგაზრდა სტუდენტების თავშეყრის ადგილი იყო. ხელმოკლე ვაჟები მოხდენილ მოცეკვავე გოგონებს თვალს ფანჯრიდან ადევნებდნენ, მდიდარ ბატონებს კი მათ სარეპეტიციო დარბაზში შესვლა უპრობლემოდ შეეძლოთ. ასე ადევნებდნენ თვალს მამაკაცები იმ გოგონებს, რომლებზეც მზრუნველობის აღება სურდათ.კლეოპატრა დიდ წვეულებებს აწყობდაკლეოპატრა ხმაურიანი წვეულებების დიდი მოყვარული გახლდათ, ერთხელ მარკუს ანტონიუსთან რომანის დროს ეგვიპტის დედოფალმა "შეუდარებელი ღვიძლის" საზოგადოებაც კი ჩამოაყალიბა, სადაც მხოლოდ იმ ადამიანებს იწვევდა, ვისაც ნამდვილი გართობა, ბევრის დალევა და მთელი ღამე ფხიზლად ყოფნა შეეძლო.შუა საუკუნეებში გოგონებს ტუალეტში გასვლა რცხვენოდათწარმოიდგინეთ სიტუაცია: გრძელი მოგზაურობა, და ამ დროს ახალგაზრდა ქალს სურს საპირფარეშოში გასვლა, დანიშნულების პუნქტამდე კი ჯერ კიდევ გრძელი გზაა, ამ დროს საზოგადოებრივი საპირფარეშოთი სარგებლობა გამორიცხული იყო, ვინაიდან იქ შესვლა სამარცხვინოდ და არანორმალურად ითვლებოდა, ამიტომ ქალებს შეკავების გარდა სხვა აღარაფერი რჩებოდათ, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახებოდა.ინტერნეტქსელში რეპერ ჯეი-ზის რეინკარნაციის სჯერათჯეი-ზი - ცნობილი ამერიკელი რეპერი, მეწარმე, ბიონსეს მეუღლე და წარმატებული პროდიუსერი, მაგრამ ვინ იყო ის წინა ცხოვრებაში? ამ კითხვას ახლა ყველა ის ადამიანი სვამს ვინც არტისტი 1939 წლის ფოტოზე შენიშნა. არსებობს თეორია, რომ ჯეი-ზი თავის პირველ ცხოვრებას არ ცხოვრობს: ბევრის აზრით მუსიკოსი ოდესღაც ჰარლემში ცხოვრობდა და ჯაზს უკრავდა. დღესდღეობით კი, ის ჰიპ-ჰოპით არის დაკავებული.255 შეფასება არ არის |