x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ანომალია ფოტოებზე, რომლებიც სუნთქვას შეგიკრავთ +13
რა არის ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია(დეფექტი)?
ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია ვლინდება დაბადებისას და მოქმედებს იმაზე თუ როგორ გამოიყურება ბავშვი ფიზიკურად, როგორ ფუნქცნიონირებს მისი ორგანიზნი ან ორივეზე ერთად. ცნობილია 4000-ზე მეტი ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია, მსუბუქიდან დაწყებული სიცოცხლესთან შეუთავსებელით დამთავრებული.
ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალია ჩანს ბავშვის დაბადებისთანავე (მაგალითად დამატებითი თითები კიდურებზე), ზოგიერთის დიაგნოსტირებისათვის კი საჭიროა სპეციალური გამოკვლევების ჩატარება. მაგალითად, როგორიც არის სმენის დაქვეითება ან სიყრუე, ზოგიერთი კი სიცოცხლის მოგვიანებით პერიოდში ვლინდება.
image
რა იწვევს ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებს?
ზოგიერთის გამომწვევი მიზეზი დევს გენებისა ან ქრომოსომების მუტაციებში. მათ შორის ზოგიერთი შეიძლება ნაყოფს გადაეცეს მემკვიდრეობით მშობლებისგან. სხვა თანდაყოლილ ანომალიებს იწვევს ნაყოფზე სხვადასხვა მავნე ფაქტორების მოქმედება, როგორიცაა მედიკამენტები, ქიმიური ნივთიერებები და ინფექციები. ნაყოფის ანომალიის გამოვლენა დამოკიდებულია თუ რომელ რეაგენტთან ქონდა შეხება დედასა და ნაყოფს, ორსულობის რომელ ვადაზე და რა ხანგრძლივობით. ზოგჯერ რამდენიმე ცალკეულად უვნებელი ფაქტორების ერთობლიობამ შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი ანომალია. მრავალი დეფექტის წარმოშობის მიზეზი კი უცნობია.
რომელი ქალები შედიან რისკ ჯგუფში, რომ მათი შვილი დაიბადება თანდაყოლილი ანომალიით?
35 წლის ან მეტი ასაკის ქალები, რომელთაც...
აქვთ ოჯახში ან პირადად ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიის შემთხვევა.
წინა ბავშვი დაბადებულია თანდაყოლილი დეფექტით.
ორსულობის პერიოდში იღებდნენ მედიკამენტებს რომლებსაც შეუძლიათ ნაყოფის ანომალიის განვითარება.
აქვთ დიაბეტი.
იღებენ ნარკოტიკს ან ალკოჰოლს.
თუ წყვილის ოჯახის წევრებს ან თვითონ მათ აქვთ რომელიმე თანდაყოლილი ანომალია, დაორსულებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. თუმცაღა, ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, როდესაც წყვილის ანამნეზში არანაირი დეფექტი არ გვხვდება.
შეუძლიათ თუ არა მედიკამენტებს ან ვიტამინებს იმოქმედონ ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიების წარმოშობაზე?
ფოლიუმის მჟავამ(B ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა) შეიძლება დაიცვას ნაყოფი ნერვული ღეროს ანომალიისაგან. მისი ეფექტურობისათვის საჭიროა, რომ ქალმა მიიღოს ორსულობამდე და ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ხოლო A ვიტამინის დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიძვიოს ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტი.
არსებობს მრავალი მედიკამენტი, რომელიც ტოქსიურად მოქმედებს ნაყოფზე, განსაკუთრებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ამიტომ, ნებისმიერი წამლის მიღება წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული მკურნალ ექიმთან.
არის თუ არა კავშირში ქალის ჭარბი წონა ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებთან?
ზოგიერთ შემთხვევაში ქალის ჭარბმა წონამ შეიძლება გაზარდოს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკი. ჭარბ წონაში იგულისხმება როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის 30 ან მეტი. ამ შემთხვევაში იზრდება ნერვული სისტემის, გულისა და მუცლის წინა კედლის ანომალიების განვითარების რისკი. აგრეთვე, ჭარბი წონა ხელს უშლის ანომალიების ულტრაბგერით დიაგნოსტირებას. აგრეთვე, ჭარბი წონა რიგი დაავადებების ხელშემწყობი ფაქტორია, როგორიცაა – ორსულთა დიაბეტი, პრეეკლამფსია და ინფექციები.
რა კავშირშია თამბაქოს მოწევა და ორსულობა?
მოწევა იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს პლაცენტაში და შეიძლება გართულდეს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების სინდრომითა, ნაყოფის პერინატალური სიკვდილით.
თუ ქალი არის ავად და აპირებს დაორსულებას, როგორ შეიძლება შეამციროს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკი?
დაორსულებამდე აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია და უკვე არსებული დაავადების მკურნალობის მეთოდის განხილვა, რომ მკურნალობის მეთოდმა მომავალში არ ავნოს ნაყოფს. საჭიროა მანამდე დანიშნული მედიკამენტების შეცვლა, დიეტის დაცვა. საჭიროა ორსულობამდე არსებული ყველა სამედიცინო პრობლემის მკაცრ კონტროლზე აყვანა. მაგალითად, დიაბედით დაავადებული პაციენტებმა უფრო მეტი ყურადღებით უნდა აკონტროლონ გლუკოზის დონე სისხლში.
შესაძლებელია თუ არა, რომ ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენებამ გამოიწვიოს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიები?
ალკოჰოლის მიღება ორსულობის დროს ნაყოფის გონებრივი ჩამორჩენისა და სხვა თანდაყოლილი დეფექტების ძირითადი მიზეზია. ყველაზე ხშირად კი ალკოჰოლის მიღება ორსულობის დროს იწვევს ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს(დიზმორგია). ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ მცირე რაოდენობით შესაძლებელია ორსულმა ქალმა მიიღოს ალკოჰოლი. ექიმები ურჩევენ ქალს თავი შეიკავოს მთელი ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის მიღებისაგან.
რა ანომალიებს იწვევს ნარკოტიკების მოხმარება?
ზოგიერთი ნარკოტიკი იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას. სხვა თავის ტვინის დაზიანებასა და ხანგრძლივ ემოციურ, ქცევით და სხვა პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია თავის ტვინის ფუნქციონირებასთან. მრავალი ნარკოტიკის მოხმარება ზრდის ნაადრევი მშობიარობის დაწყების რისკს.
რომელ ინფექციებს შეუძლია გაზარდოს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკი?
წითურა ორსულობის დროს იწვევს ნაყოფის სიყრუეს, გონებრივ ჩამორჩენას, გულის მანკებს და სიბრმავეს. წითურა პროფილაქტიკისათვის ტარდება ვაქცინაცია, მაგრამ ვაქცინაცია ორსულობის დროს წინააღმდეგჩვენებაა. ტოქსოპლაზმოზი პარაზიტული დაავადებაა, რომლის გამომწვევიც ცხოვრობს მიწაში და ადამიანის ორგანიზმში ხვდება დაბინძურებული საკვების მიღებით ან ცხოველებთან კონტაქტით, განსაკუთრებით კატასთან. მას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის სმენის ან მხედველობის დაქვეითება და გონებრივი განვითარების შეფერხება. ტოქსოპლაზმოზისაგან თავის დასაცავად საჭიროა მიღებული საკვების კარგად გასუფთავება და თერმული დამუშავება.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იწვევენ ნაყოფის მძიმე თანდაყოლილ ანომალიებს. მაგალითად სიფილისი ან მწვავე ჰერპესი იწვევს ნაყოფის სიმახინჯეებს, სიბრმავეს და ნაყოფის სიკვდილს. ციტომეგალოვირუსი ახალშობილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. ის არ იწვევს მნიშვნელოვან გართულებებს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ახალშობილის გონებრივი ჩამორჩენის, სმენისა და მხედველობის დაკარგვის მიზეზი.
შესაძლებელია თუ არა ორსული ქალის საცხოვრებელი ან სამუშაო გარემო გახდეს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების მიზეზი?
ტოქსიური ნივთიერებები, მაგალითად როგორიცაა ტყვია და ვერცხლისწყალი ან რადიაქტიური გამოსხივება, იწვევს ნაყოფის სიმახინჯეებს. ორსულ ქალს შეიძლება ამ ნივთიერებებთან ჰქონდეს შეხება სამსახურში ან თუნდაც სახლში. ზოგიერთ ტოქსიურ ნივთიერებას შეიძლება შეიცავდეს საკვები პროდუქტები. თუმცა ყველა ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერება ცნობილია და მათთან კონტაქტის კონტროლი და თავის დაცვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. საჭიროა გაფრთხილება.
არსებობს თუ არა სკრინინგის საშუალება, ტესტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიები?
არსებობს გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდი, სკრინინგ ტესტები იმის დასადგენად თუ როგორ ვითარდება ნაყოფი. თუმცა ეს ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს.
წყარო - მედიცინა.

ანომალია ფოტოებზე, რომლებიც სუნთქვას შეგიკრავთ





imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
584
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
584
  
2023, 14 თებერვალი, 15:37
:-(
0 1 1